საქართველო საკუთარ საზღვაო სტრატეგიას შექმნის

© Sputnik / Olga Kiknavelidzeსაზღვაო საპატრულო პოლიცია ბათუმის პორტში
საზღვაო საპატრულო პოლიცია ბათუმის პორტში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს საზღვაო სტრატეგია მოიცავს სტანდარტებს და გემების უსაფრთხოების წესებს

თბილისი, 21 მარტი - Sputnik. საქართველო იწყებს თავისი პირველი საზღვაო სტრატეგიის შემუშავებას, ნათქვამია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოში საზღვაო სექტორში დასაქმებული კომპანიებისთვის საგადასახადო შეღავათები წესდება >>

შემუშავდება სამგზავრო გემების უსაფრთხოების წესები და სტანდარტები, სატვირთო გემებზე ტვირთის უსაფრთხო ჩატვირთვისა და გადმოტვირთვის ჰარმონიზებული მოთხოვნები და პროცედურები.

„საზღვაო ქვეყნისთვის, სამომავლო ეფექტური პერსპექტივისათვის, უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა საზღვაო სტრატეგიის დოკუმენტის არსებობა. საქართველოს ამჟამად არ გააჩნია საზღვაო მიმართულებით სტრატეგიული დოკუმენტი და მისი შემუშავება თავის მხრივ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს“, - განაცხადა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა თამარ იოსელიანმა.

ბათუმის პორტი - Sputnik საქართველო
საქართველოს შეიძლება საკუთარი საზღვაო ფლოტი გაუჩნდეს

მან აღნიშნა, რომ ხელისფლებამ აღნიშნული ინიციატივა ჯერ კიდევ 2018 წლის ივნისში გააჟღერა, და ამ მიმართულებით უკვე კონკრეტული შედეგებიც დაიდო.

პროექტი ევროკავშირის დაფინანსებით განხორციელდება.

საქართველოს ხელისუფლება 2019 წლიდან საზღვაო გადაზიდვებით და ამ სფეროში არსებული მომსახურებით დაკავებული კომპანიებისთვის დიდი საგადასახადო შეღავათების დაწესებას გეგმავს.

ამასთან, ეკონომიკის მინისტრ გიორგი ქობულიას თვალსაზრისით, საქართველომ საზღვაო სახელმწიფოს სტატუსი უნდა დაიბრუნოს. მისი თქმით, ამისათვის ქვეყანას სჭირდება საკუთარი ფლოტი, დაკომპლექტებული საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი გემებითა და ქართველი მეზღვაურებით.

ყველა ახალი ამბავი
0