საქართველოს შეიძლება საკუთარი საზღვაო ფლოტი გაუჩნდეს

© Sputnik / Alexander Imedashviliბათუმის პორტი
ბათუმის პორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
შესაბამისი კვლევების ჩატარების შემდეგ საქართველოში საზღვაო სანაოსნო კომპანიას შექმნიან.

თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. საქართველომ საზღვაო სახელმწიფოს სტატუსი უნდა დაიბრუნოს, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ პარლამენტში.

აღმაშენებლის გამზირი - Sputnik საქართველო
საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ტურიზმის სფეროს ძირითადი გამოწვევა დაასახელა

„საქართველო მრავალწლიანი საზღვაო ისტორიის ქვეყანაა. იმისთვის, რომ დღეს საქართველომ დაიბრუნოს ეს სტატუსი, საზღვაო ინფრასტრუქტურული, საგანმანათლებლო თუ სხვა ინოვაციური ხედვების დანერგვასთან ერთად უმნიშვნელოვანესია, საქართველოს ჰყავდეს სახელმწიფო დროშის ქვეშ რეგისტრირებული და ქართველი მეზღვაურებით დაკომპლექტებული საზღვაო ფლოტი", – განაცხადა ქობულიამ.

მისი სიტყვებით, ვიდრე საზღვაო სანაოსნო კომპანია შეიქმნება, საქართველოს მთავრობა ყველა აუცილებელ კვლევას ჩაატარებს.

„საზღვაო სანაოსნო კომპანიის შექმნა, სხვა ნებისმიერი კომერციული ერთეულის დაფუძნების მსგავსად, ბაზრის კონიუნქტურის შესწავლას, დაფინანსების სწორი სქემის შემუშავებას და რისკ-ფაქტორების გამოვლენას გულისხმობს, რაც შემდგომი გადაწყვეტილებების მიღებასთან ასოცირდება", – აღნიშნა მინისტრმა.

 

ყველა ახალი ამბავი
0