საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ტურიზმის სფეროს ძირითადი გამოწვევა დაასახელა

© photo: Sputnikაღმაშენებლის გამზირი
აღმაშენებლის გამზირი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველო ტურიზმის სფეროში ერთ–ერთ ყველაზე სწრაფად განვითარებად ქვეყნად დასახელდა

თბილისი,  4 იანვარი — Sputnik.  საქართველოში ტურიზმის განვითარების ძირითადი გამოწვევა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაა, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ. 

გუდაური - Sputnik საქართველო
რამდენი უცხოელი ეწვია საქართველოს 2018 წელს – ახალი რეკორდი

ქობულიამ პრემიერ–მინისტრ მამუკა ბახტაძესთან ერთად  საქართველოში უცხოელი ვიზიტორების შესახებ სტატისტიკური მონაცემების პრეზენტაცია გამართა. 2018 წელს ქვეყანამ 8,6 მილიონზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორი მიიღო, რაც 9,8%–ით მეტია წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით.

მინისტრის განცხადებით, მომსახურების სფეროს გაუმჯობესების მიზნით რიგი ინიციატივებია დაგეგმილი, რომლებიც შეეხება როგორც ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის განვითარებას, ისე მომსახურე პერსონალის გადამზადებას. როგორც ქობულიამ აღნიშნა, წელიწადში დაახლოებით 11 ათასი ადამიანი გადამზადდება.

 „მსოფლიოში ძალიან ცოტაა ქვეყნები, რომლებსაც ტურიზმში ასეთი შედეგი აქვს...მიზნობრივი ბაზრებისთვის შეთავაზებები გვაქვს დაგეგმილი. ვაწარმოებთ მასობრივ სარეკლამო კამპანიას, რომ კიდევ უფრო ავამაღლოთ საქართველოს ცნობადობა და მიმზიდველობა უცხოელი ტურისტებისთვის“, – განაცხადა მინისტრმა.

ბოლო მონაცემების თანახმად, ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 4,7 მილიონს მიაღწია, რაც 16,9%–ით მეტია გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით.

ყველა ახალი ამბავი
0