საქართველოში გაკოტრების შესახებ ახალი კანონი შემუშავდა

© Sputnik / Alexander Imedashviliთეა წულუკიანი
თეა წულუკიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მთავრობა ბიზნესის გაკოტრების შემთხვევაში პროცედურებს შეცვლის

თბილისი, 21 მარტი - Sputnik. საქართველოს პარლამენტს უახლოეს დროს წარედგინება აღსრულების შესახებ ახალი კოდექსის და გაკოტრების შესახებ ახალი კანონის პროექტები, განაცხადა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.

მინისტრის თქმით, ეს კანონპროექტები ახალი მასშტაბური რეფორმის ნაწილი გახდება, რომელიც უამრავი სიახლის შემოღებას გულისხმობს, განსაკუთრებით ბიზნესმენებისთვის.

გიორგი ქობულია - Sputnik საქართველო
ქობულიამ საქართველოს ეკონომიკის მთავარი გამოწვევები დაასახელა

„ძირეული, მასშტაბური რეფორმის პროექტი პრაქტიკულად მომდევნო კვირებში თქვენს წინაშე იქნება წარმოდგენილი. დღეს მოქმედებს უკვე მოძველებული კანონი გაკოტრების შესახებ, გადახდისუუნარობის პროცედურა საჭიროებს რეფორმას. ჩვენ წარმოგიდგენთ სრულიად ახალ კანონს, რომელიც ბევრ სიახლეს შემოგთავაზებთ“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისი თქმით, ამ კანონპროექტს განსაკუთრებით ბიზნესმენები ელოდებიან.

მან აღნიშნა, რომ სასამართლოების გადაწყვეტილებების აღსრულების სისტემა საქართველოსთვის ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს და ქვეყანა ამ მაჩვენებლით მსოფლიოში მე-60 ადგილს იკავებს.

„თუკი ამ რეფორმას თქვენი მხარდაჭერა ექნება, ვვარაუდობთ, რომ 2020 წლისთვის აქაც უნდა გავაკეთოთ ძალიან დიდი ნახტომი ბიზნესის შეფასების ნაწილში“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

რატომაა საქართველო რეგიონში საუკეთესო Doing Business-2019-ის შეფასებით >>

საქართველო ბიზნესის კეთების კუთხით მსოფლიოში მეექვსე ადგილს იკავებს. თუმცა ყველა წამყვანი ორგანიზაცია გაკოტრების აღიარების კუთხით პრობლემების არსებობას აღნიშნავს, რაც პროცედურების გაჭიანურებას და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების არაეფექტურ სისტემას უკავშირდება.

ყველა ახალი ამბავი
0