20:04 21 ივლისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2410
  • 100 RUB4.5787
  • USD2.8845
გიორგი ქობულია

რატომაა საქართველო რეგიონში საუკეთესო Doing Business-2019-ის შეფასებით

© photo : Ministry of Economy of Georgia / FB
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
75 0 0

საგადასახადო შეღავათებმა და დღგ-ის გადამხდელთა რეგისტრაციის გამარტივებამ ექსპერტების პოზიტიური შეფასება მიიღო, ამან კი საქართველოს საშუალება მისცა, რეიტინგში მაღალი ადგილი დაეკავებინა.

თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. საქართველომ Doing Business-2019-ის რეიტინგში მეექვსე ადგილი დაიკავა იმ რიგი რეფორმების წყალობით, რომლებიც ქვეყნის ხელისუფლებამ ბოლო დროს განახორციელა, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ.

მსოფლიო ბანკმა ოთხშაბათს გამოაქვეყნა მოხსენება, რომლის მიხედვით საქართველომ Doing Business-2019-ის რეიტინგში 190 ქვეყანას შორის მეექვსე პოზიცია დაიკავა. Doing Business ბიზნესის წარმოების სიმარტივეს აფასებს. ბიზნესის წარმოების სიმარტივის მხრივ საქართველო საუკეთესო გარემოა რეგიონისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის. მსოფლიო მასშტაბით საქართველოს უსწრებენ ისეთი ქვეყნები, როგორიცაა სამხრეთ კორეა, ჰონგ-კონგი, სინგაპური, ახალი ზელანდია.

„სასიხარულოა, რომ წელს მსოფლიო ბანკის რეიტინგში დაგვიფასდა რამდენიმე რეფორმა. მაგალითად, ჩვენ განვახორციელეთ რეინვესტირებული კაპიტალის გადასახადისგან გათავისუფლების რეფორმა, რაც ძალიან დაგვიფასდა. ასევე ძალიან გავამარტივეთ დღგ-ის გადამხდელთა რეგისტრაციის პროცედურები, ესეც საკმაოდ პოზიტიურად აღინიშნა", – განუცხადა ქობულიამ ჟურნალისტებს.

მინისტრი დარწმუნებულია, რომ რეიტინგში დადებითად აისახა ის ფაქტიც, რომ 2017 წლის 31 დეკემბრიდან ქვეყანაში ამოქმედდა მოსამართლეთა შორის საქმეების შემთხვევითი შერჩევის პრინციპი.

„ასევე სერიოზული წინსვლაა სასამართლო სისტემაში, კერძოდ ის, რომ ჩვენ შემოვიღეთ მოსამართლეთა შორის საქმეების შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გადანაწილების წესი, რაც, რა თქმა უნდა, სერიოზულად ამცირებს სუბიექტივიზმს და ძალიან აძლიერებს ჩვენ სასამართლო სისტემაში ხარისხიანი გადაწვეტილებების მიღების შესაძლებლობებს", – განაცხადა ქობულიამ.

რეინვესტირებული კაპიტალის გადასახადისგან გათავისუფლება, რაზეც მინისტრმა ისაუბრა, საქართველოში 2017 წლის იანვრიდან მოქმედებს, მას ასევე „ესტონურ მოდელს" უწოდებენ. მისი არსი ისაა, რომ საწარმოს მოგების ნაწილი დაბეგვრისგან თავისუფლდება და ის ინვესტიციაზე იქნება მიმართული. მოქმედი საგადასახადო კოდექსის თანახმად, მოგების გადასახადის განაკვეთი 15%-ს შეადგენს.

რაც შეეხება დღგ-ის გადამხდელთა რეგისტრაციის გამარტივებას, ის საქართველოში 1 ივლისიდან მოქმედებს. მცირე ბიზნესის სტატუსის მფლობელი არ კარგავს ფიზიკური პირის სტატუსს, თუ დარეგისტრირდება, როგორც დღგ-ის გადამხდელი. ამასთან, ის არ იხდის მიმდინარე გადასახადებს და თავის შემოსავლებს გამარტივებული რეგისტრაციით აჩვენებს.

 

მთავარი თემები