„ტოსკას" პრემიერა თბილისში აპრილში გაიმართება

© photo: Sputnikთბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დადგმა ეკუთვნის იტალიელ რეჟისორს ჯანკარლო დელ მონაკოს, დამდგმელი დირიჟორია ჯანლუკა მარტინენგი

თბილისი, 20 მარტი — Sputnik. იტალიელი კომპოზიტორის, ჯაკომო პუჩინის ოპერა „ტოსკას" განახლებული ვერსიის საპრემიერო ჩვენებები ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე 5, 6, 7, 10, 13 და 14 აპრილს გაიმართება.

„ტოსკა" (Tosca) სამმოქმედებიანი ოპერაა ჯუზეპე ილიკისა და ჯუზეპე ჯაკოზის ლიბრეტოზე ვიქტორიენ სარდუს ამავე სახელწოდების დრამის მიხედვით. სარდუმ პიესა სპეციალურად ცნობილი ფრანგი მსახიობის, სარა ბერნარისთვის დაწერა.

პიესის პრემიერა 1887 წელს პარიზში გაიმართა. 1899 წელს ჯაკომო პუჩინიმ პიესის მიხედვით ოპერის შექმნაზე თანხმობა მიიღო. ავტორის თანხმობით, კომპოზიტორმა სიუჟეტში გარკვეული ცვლილებები შეიტანა.

საოპერო თეატრი ჰარბინში, ჩინეთი - Sputnik საქართველო
მსოფლიოს ულამაზესი ოპერის თეატრები

ოპერის პრემიერა 1900 წლის 14 იანვარს რომში გაიმართა. საქართველოში ეს ოპერა პირველად 1904 წლის 5 თებერვალს წარმოადგინეს.

ქართულ სცენაზე წელს, აპრილში წარდგებიან თბილისის ოპერის თეატრის სოლისტები, გუნდი და ორკესტრი.

ოპერის დადგმა ეკუთვნის იტალიელ რეჟისორს ჯანკარლო დელ მონაკოს (ცნობილი მომღერლის, მარიო დელ მონაკოს ვაჟს). დამდგმელი დირიჟორია ჯანლუკა მარტინენგი, კოსტიუმების მხატვარი - ესთერ მარტინი. სცენოგრაფია ეკუთვნის კარლო ჩენტოლავინიას.

ჯაკომო პუჩინი (Giacomo Puccini, 1858-1924) - დიდი იტალიელი კომპოზიტორი, მიმდინარეობა „ვერიზმის" თვალსაჩინო წარმომადგენელი. მისი პოპულარული ოპერებია „ბოჰემა", „მადამ ბატერფლაი", „ტურანდოტი", „მანონ ლესკო" და სხვა.

თბილისში ოპერა „ტურანდოტის“ პრემიერა გაიმართება>>

წარმოდგენები თბილისის ოპერის თეატრში 20:00 საათზე დაიწყება. ბილეთები უკვე იყიდება თეატრის სალაროებში და ონლაინ.

ყველა ახალი ამბავი
0