თბილისში ოპერა „ტურანდოტის“ პრემიერა გაიმართება

© photo: Sputnikზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრი
ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დადგმაზე ქართველი და იტალიელი არტისტები მუშაობდნენ

თბილისი, 25 მარტი — Sputnik. ჯაკომო პუჩინის ოპერა „ტურანდოტის“ განახლებული ვერსიის საპრემიერო ჩვენებები თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში 2018 წლის 25, 27, 30 მარტს და 1, 14, 15 აპრილს გაიმართება.

„ტურანდოტი“ (Turandot) — კარლო გოცის პიესის მიხედვით დადგმული სამმოქმედებიანი ოპერაა. ლიბრეტო — ჯუზეპე ადამი და რენატო სიმონი. ამ ოპერიდან კალაფის არია Nessun dorma როგორც შემსრულებლების, ისე მსმენელისთვის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ საოპერო ფრაგმენტს წარმოადგენს.

ნამონასტრალი - Sputnik საქართველო
ფიტარეთის მონასტრის მახლობლად უძველესი ნამონასტრალი აღმოაჩინეს

პირველი წარმოდგენა 1926 წლის 25 აპრილს მილანში გაიმართა, „ლა სკალას“ სცენაზე. საქართველოში ოპერის პრემიერა 1929 წლის 18 იანვარს „პრინცესა ტურანდოტის“ სახელწოდებით შედგა.

მარტ-აპრილში თბილისის სცენაზე წარდგებიან ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სოლისტები, გუნდი და ორკესტრი.

ოპერაზე მუშაობდნენ: დამდგმელი რეჟისორი ალფონსო სინიორინი, სცენოგრაფი კარლა ტოლომეო, კოსტიუმების მხატვრები ფაუსტო რულიზი და ლეილა ფტეიტა, დამდგმელი დირიჟორი ზაზა აზმაიფარაშვილი.

დადგმის სამხატვრო ხელმძღვანელი — ბადრი მაისურაძე.

პროექტი წარმოადგენს ფალიაშვილის ოპერისა და ბალეტის თეატრისა და ტორე დელ ლაგოში (იტალია) „პუჩინის ფესტივალის“ ერთობლივ პროდუქციას.

 

ყველა ახალი ამბავი
0