ასწლეულების წინ და ჩვენ დროში აგებული საოპერო თეატრები თანამედროვე არქიტექტურითა და შიდა გაფორმებით საკმაოდ განსხვავდება ერთმანეთისგან, თუმცა ყველა ოპერის თეატრს ერთი რამ აერთიანებს – ხელოვნების სიყვარული. Sputnik-საქართველო წარმოგიდგენთ მსოფლიოს ულამაზეს 10 საოპერო თეატრს.

ამ კულტურული ცენტრის მშენებლობა არქიტექტურული ბიუროს MAD Architects პროექტით 2010-2015 წლებში მიმდინარეობდა

ჰარბინის ოპერის ტერიტორიაზე და შენობაში მოხვედრა ყველა მსურველისთვის თავისუფალია

1858 წელს ოპერის თეატრის ძველ შენობაში ნაპოლეონ III-ზე თავდასხმის შემდეგ იმპერატორმა ამ თეატრში შესვლაზე უარი განაცხადა და ახალი შენობის აგება მოითხოვა

ახალი საოპერო შენობის არქიტექტორი შარლ გარნიე გახდა. მშენებლობა, 1870 წლის ომის გამო, ხანგრძლივი შესვენებებით, 15 წელს გაგრძელდა — 1860-1875

პარიზის გარნიეს ოპერის სცენა

საიმპერატორო ოპერისა და ბალეტის თეატრი 1783 წელს დაარსდა. დროთა განმავლობაში საოპერო დასის სპექტაკლები თეატრ-ცირკის სცენაზე გადაიტანეს, რომელიც 1859 წელს დაიწვა. მის ადგილზე არქიტექტორმა ალბერტო კავოსმა ახალი თეატრი ააშენა, რომელსაც მარიას თეატრი ეწოდა. პირველი თეატრალური სეზონი თეატრში 1860 წელს გაიხსნა

გედების ტბა სანკტ-პეტერბურგის მარიას თეატრში

დანიელი არქიტექტორის იორნ უტზონის პროექტით აგებული თეატრი 1973 წელს დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ელიზაბეტ II-მ გახსნა. ვარაუდობდნენ, რომ თეატრის მშენებლობას ოთხი წელი დასჭირდებოდა და 7 მილიონი ავსტრალიური დოლარი დაჯდებოდა, თუმცა ოპერის შენობის მშენებლობა 14 წელს გაგრძელდა და 102 მილიონი დოლარი დაჯდა

სიდნეის საოპერო დარბაზი შიგნიდან

თეატრის შენობა 1783 წელს გრაფ ფრანც ანტონ ნოსტიც-რინეკის შეკვეთით აიგო. აქ გაიმართა მოცარტის ოპერების „დონ ჟუანისა“ და „ტიტას გულმოწყალების“ პრემიერები. ამ სპექტაკლებს თავად კომპოზიტორი დირიჟორობდა

ამჟამად პრაღის ოპერა ერთადერთი თეატრია იმ თეატრებს შორის, სადაც გენიალური კომპოზიტორი გამოსულა და რომელსაც პირვანდელი სახე აქვს შენარჩუნებული

საკონცერტო დარბაზი 1908 წელს არქიტექტორმა ლუის მონემეკ-ი-მონტანერმა ააგო. მშენებლობა, ძირითადად, შემოწირულობების ხარჯზე მიმდინარეობდა. პირველი ქვა საძირკველში 1905 წელს ჩაიდო. კატალონიური მუსიკის სასახლე იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შედის

ასე გამოიყურება შიგნიდან კატალონიური მუსიკის სასახლე

მანამდე ვენეციაში წამყვან თეატრად სან-ბენედეტოს თეატრი მიიჩნეოდა, თუმცა გამანადგურებელი ხანძრის შემდეგ მისი ადგილი დაიკავა თეატრმა დასახელებით La Fenice

La Fenice 1792 წელს გაიხსნა. ხანძარი ამ თეატრშიც მოხდა — 1837 წელს, ხოლო 1996 წელს ხანძარმა თეატრი სრულებით გაანადგურა. ახლად აშენებული თეატრი უკვე 2003 წელს გაიხსნა

ოპერის თეატრის მშენებლობა 2003-2007 წლებში არქიტექტურულმა ბიურო Snøhetta-მ განახორციელა. ოსლოს საოპერო თეატრის შენობა მსოფლიოში ტექნიკურად ერთ-ერთი ყველაზე აღჭურვილი შენობაა

ოსლოს ოპერის თეატრი შედგება 16 დამოუკიდებელი მონაკვეთისგან, რომელთაგან თითოეულს შეუძლია ამაღლება, დახრა და ტრიალიც კი

აშშ-ის წამყვანი ოპერის თეატრი 1883 წელს აშენდა. 1910-იან წლებში მეტროპოლიტენ-ოპერამ საბოლოოდ დაიმკვიდრა სახელი, როგორც თეატრმა, რომელიც ოპერებს ორიგინალურ ენაზე დგამს

ამჟამად მეტროპოლიტენის ოპერის თეატრში თარგმნის უნიკალური სისტემა მოქმედებს — ოპერის ტექსტი ასახულია ყოველი რიგის სკამის საზურგეზე ჩამონტაჟებულ ეკრანზე

თეატრის შენობა 1744-1748 წლებში არქიტექტორ ჟოზეფ სენ-პიერის პროექტით აშენდა. ეს ევროპის ყველაზე ლამაზი ბაროკოს ტიპის დარბაზია, რომელიც დღემდე შენარჩუნდა

მარკგრაფის საოპერო თეატრის ინტერიერი შექმნა ჯუზეპე გალი და ბიბენმა ვაჟ კარლოსთან ერთად. თეატრი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია შესული