თბილისში ნატო-საქართველოს წვრთნები იწყება

© photo: Sputnik / Alexey Vitvitsky / გადასვლა მედიაბანკშინატოს შტაბ-ბინაში
ნატოს შტაბ-ბინაში  - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში მიმდინარე წვრთნებს ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი დააკვირდება

თბილისი, 17 მარტი - Sputnik. ნატო-საქართველოს სამეთაურო-საშტაბო წვრთნები თბილისში 18-29 მარტს გაიმართება, ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, სწავლება თბილისში ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ცენტრში გაიმართება და მასში მონაწილეობას 24 ქვეყნიდან 350-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მიიღებს.

მინისტრმა საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები დაასახელა >>

მოსალოდნელია, რომ საქართველოში მიმდინარე წვრთნებს ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი დააკვირდება.

„საქართველოსთან ჩვენს მყარ პარტნიორობასა და პოლიტიკურ დიალოგში ეს რეგულარულ პრაქტიკას წარმოადგენს... მე ასევე დავაკვირდები ნატოსა და საქართველოს ერთობლივ წვრთნებს. ეს წვრთნები რეგულარულ ხასიათს ატარებს“, - განუცხადა ჟურნალისტებს სტოლტენბერგმა ბრიუსელში მარტის დასაწყისში.

ნინო ბურჯანაძე - Sputnik საქართველო
ბურჯანაძე: საქართველოს შანსი არა აქვს გახდეს ნატოს წევრი

წვრთნების მიზანია ნატოსა და პარტნიორი ქვეყნების შეარაღებული ძალების ურთიერთთავსებადობის ამაღლება, ასევე საქართველოს თავდაცვის ძალების მართვის შესაძლებლობების გაძლიერება.

საქართველოს ნატოსთან დაახლოება ძალიან აშფოთებს რუსეთის ხელისუფლებას.

თებერვლის ბოლოს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა გააფრთხილა საქართველო გარკვეული „უსიამოვნო მოულოდნელობების“ შესახებ, რომელსაც ადგილი შეიძლება ჰქონდეს ქვეყნის ნატოში შესვლის შემთხვევაში.

„უკრაინის და საქართველოს ნატოს სამხედრო ორბიტაზე ჩართვის მისწრაფებების“ მოსალოდნელ შედეგებზე არაერთხელ გააფრთხილა თავისი კოლეგები რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა. მისი თქმით, მსგავსი „უპასუხისმგებლო პოლიტიკა“ რუსეთს საფრთხეს უქმნის.

ზახაროვა: ქართველ და რუს ხალხებს ურთიერთობები ჰაერივით სჭირდება >>

რუსეთის პრეზიდენტის თვალსაზრისით, ევროპაში გაფართოებაზე ორიენტირებული ნატოს კურსი „ცივი ომის“ გადმონაშთს წარმოადგენს.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ქვეყნის მისწრაფება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული. მიზანს მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა წარმოადგენს.

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და რუსეთს შორის თბილისის გადაწყვეტილებით 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ შეწყდა.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა, რომლებიც ხელისუფლებაში 2012 წლის არჩევნების შედეგად მოვიდნენ, საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზაცია დაასახელეს, მაგრამ არა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე. თავის მხრივ, რუსეთი აცხადებს, რომ საქართველო უნდა შეეგუოს ახალ რეალიებს და მან რუსულ მხარესთან ურთიერთობების მოგვარება ამ რეალიების გათვალისწინებით უნდა გააგრძელოს.

აბაშიძემ რუსეთ-საქართველოს პირდაპირი დიალოგის მოწინააღმდეგეებს პასუხი გასცა >>

დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში კონტაქტები ქვეყნებს შორის ხორციელდება მხოლოდ ჟენევის დისკუსიებისა და პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის პრაღაში რეგულარული შეხვედრების ფარგლებში.

გრიგორი კარასინი - Sputnik საქართველო
კარასინი აბაშიძისა და ივანიშვილის შეხვედრის გამო ატეხილი აჟიოტაჟით დაინტერესდა

ამასთან, საქართველოს მთავარ საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტს ევროკავშირთან და ნატოსთან ინტეგრაცია წარმოადგენს.

საქართველოსა და ნატოს ინსტიტუციური თანამშრომლობა 1994 წელს დაიწყო, როდესაც საქართველო პროგრამის „პარტნიორობა მშვიდობისათვის" მონაწილე გახდა. „ვარდების რევოლუციის" შემდეგ, 2004 წლიდან საქართველო–ნატოს თანამშრომლობა უფრო ინტენსიური გახდა. 2011 წელს საქართველომ ნატოს „ასპირანტი ქვეყნის" სტატუსი მიიღო. 2014 წელს უელსის სამიტზე დაამტკიცეს განსახორციელებელი ზომების პაკეტი, რაც საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას შეუწყობს ხელს.

ყველა ახალი ამბავი
0