მინისტრმა საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები დაასახელა

© Sputnik / Vladimir Umikashviliდავით ზალკალიანი
დავით ზალკალიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მდიდარი კულტურული და ისტორიული წარსულის მქონე დემოკრატიული ქვეყნის იმიჯის განმტკიცება საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია

თბილისი, 14 მარტი - Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა პარლამენტში „2019-2020 წლების საგარეო პოლიტიკის სტრატეგიის“ პროექტი წარადგინა.

ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის პრეზიდენტმა საქართველო ეკონომიკური განვითარებისთვის შეაქო >>

მინისტრი სიტყვით პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გამოვიდა.

პავილიონი საქართველო ფრანკფურტში - Sputnik საქართველო
პატარა ქვეყნის დიდი გამარჯვებები: როგორ იპყრობდა ქართული კულტურა მსოფლიოს 2018 წელს

„ჩვენი საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვან მიზანს წარმოადგენს საქართველოს დემოკრატიული მიღწევების შემდგომი კონსოლიდაციის ხელშეწყობა და საქართველოს, როგორც დემოკრატიული, სტაბილური ქვეყნის იმიჯის განმტკიცება მდგრადი განვითარების ეკონომიკით, მდიდარი კულტურითა და მრავალსაუკუნოვანი ისტორიით“, - აღნიშნა ზალკალიანმა.

მისი თქმით, საქართველოს შსს დასახული მიზნის მიღწევას საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით გეგმავს.

საქართველოს საგარეო პოლიტიკის გეგმებს შორის ზალკალიანმა დაასახელა ასევე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისკენ, ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებისკენ, ასევე პარტნიორ ქვეყნებთან და დიასპორასთან ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცებისკენ სწრაფვა.

 

ყველა ახალი ამბავი
0