ოდესას და ქუთაისს პირდაპირი ავიარეისები დააკავშირებს

© Sputnik / STRINGERქუთაისის აეროპორტი
ქუთაისის აეროპორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თვითმფრინავი რეისებს კვირაში ორჯერ შეასრულებს

თბილისი, 17 მარტი — Sputnik. უკრაინული ლოუკოსტერი SkyUp Airlines ოდესიდან ქუთაისში პირდაპირ რეისებს შეასრულებს, ნათქვამია ავიაკომპანიის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

რეისები 4 ივნისიდან კვირაში ორჯერ შესრულდება - სამშაბათობით და პარასკეობით.

ავიაკომპანიის მონაცემებით, ბილეთების გაყიდვა ქუთაისის მიმართულებით უკვე დაწყებულია - ერთი მიმართულებით ბილეთის ღირებულება 174 ლარიდან იწყება (ბარგის გარეშე).

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი - Sputnik საქართველო
საქართველოს აეროპორტები: მგზავრთა ნაკადი მეოთხედით გაიზარდა

დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი პოპულარობით მეორე აეროპორტია საქართველოში. აეროპორტის ტერიტორიაზე, რომელიც 2012 წლის შემოდგომაზე გაიხსნა, ამჟამად კიდევ ერთი ტერმინალი შენდება.

ქუთაისის აეროპორტის პრიორიტეტს წარმოადგენს საქართველოს ავიაბაზარზე დაბალტარიფიანი ავიაკომპანიების მოზიდვა და კონკურენტული გარემოს შექმნა როგორც ავიაკომპანიებს, ისე აეროპორტებს შორის. 2018 წელს ქუთაისის აეროპორტი 617 ათასზე მეტ მგზავრს მოემსახურა, რაც 1,5-ჯერ მეტია, ვიდრე 2017 წელს.

SkyUp Airlines — უკრაინული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა, რომელიც 2017 წლის ივნისში შეიქმნა და ფრენების განხორციელება 2018 წლის მაისში დაიწყო. ბაზირებულია იგორ სიკორსკის სახელობის აეროპორტ „კიევში“ (ჟულიანი).

ქუთაისი პირდაპირი ავიარეისებით ევროპის კიდევ ცხრა ქალაქს დაუკავშირდება >>

დღეისათვის უკრაინული ლოუკოსტერი საჰაერო ხომალდ Boeing B737-800-ით რეგულარულ ავიარეისებს კიევსა და თბილისს შორის კვირაში ორჯერ ახორციელებს  - ხუთშაბათობით და კვირაობით.

ყველა ახალი ამბავი
0