05:56 22 აგვისტო 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2583
  • 100 RUB4.4507
  • USD2.9354
Wizz Air

ქუთაისი პირდაპირი ავიარეისებით ევროპის კიდევ ცხრა ქალაქს დაუკავშირდება

CC BY-SA 2.0 / Alec Wilson / HA-LWF
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
ავიამიმოსვლა საქართველოში–2018 (96)
102 0 0

ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისიდან ვენაში ავიაფრენებს 2018 წლის ნოემბრიდან განახორციელებს.

თბილისი, 10 იანვარი — Sputnik.  ქუთაისიდან ევროპის მიმართულებით უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air–ის რეგულარული რეისები 10–დან 19–მდე გაიზრდება.

Wizz Air–ს ქუთაისიდან ავიაფრენებს უკვე ახორციელებს მილანის, ვარშავის, კატოვიცის, ბერლინის, დორტმუნდის, მემინგემის, ვილნიუსის, ლარნაკას, ბუდაპეშტისა და სალონიკის მიმართულებით.

საქართველოს საპარლამენტო დედაქალაქიდან ახალი რეისები 11 იანვრიდან განხორციელდება.  პირველი მიმართულება ლონდონი იქნება. 

25 მარტიდან ლოუკოსტერი ქუთაისიდან რიგაში დაიწყებს ფრენას, 31 მარტიდან – ვროცლავში, ხოლო მაისიდან კი ათენში, რომში, პარიზში, ბარსელონასა და პრაღაში.

ვენის მიმართულებით ფრენები 15 ნოემბრიდან დაიწყება. Wizz Air–ის თვითმფრინავები ვენაში კვირაში სამჯერ – სამშაბათს, ხუთშაბათს და შაბათს იფრენენ. ბილეთების ფასი 19,99 ევროდან დაიწყება.

ქუთაისის დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტში  2016 წლის იანვარ–ნოემბრის მაჩვენებელთან შედარებით მგზავრთნაკადი  2017 წლის 11 თვის განმავლობაში 55,8%–ით გაიზარდა და 380 ათასზე მეტ ადამიანს მოემსახურა.

ქუთაისის აეროპორტზე, რომელიც ქალაქის ცენტრიდან დასავლეთით 14 კილომეტრში მდებარეობს, მგზავრთა საერთო რაოდენობის  10% მოდის.

ქუთაისის აეროპორტის პრიორიტეტს წარმოადგენს საქართველოს ავიაბაზარზე დაბალტარიფიანი ავიაკომპანიების მოზიდვა და კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნა როგორც ავიაკომპანიებს, ისე აეროპორტებს შორის.

თემები:
ავიამიმოსვლა საქართველოში–2018 (96)

მთავარი თემები