ვახუშტის ხიდი კვირის ბოლოს მთლიანად დაიკეტება

© Sputnik / Vladimir Umikashviliაღდგენითი სამუშაოები ვახუშტის ხიდზე
აღდგენითი სამუშაოები ვახუშტის ხიდზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
НовостиTelegram
საბურთალო-დიდუბის დამაკავშირებელი ხიდი კვირას დილით დაიკეტება

თბილისი, 14 მარტი - Sputnik. თბილისის მერია აფრთხილებს ავტომობილების მძღოლებს, რომ ვახუშტი ბაგრატიონის ხიდი თბილისში კვირას დილით მთლიანად დაიკეტება.

თბილისის ცენტრში ტრანსპორტის მოძრაობა წლის ბოლომდე იზღუდება >>

ხიდზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება დილის 09:30-დან 11:30 საათამდე, ნათქვამია მერიის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

კახა კალაძე - Sputnik საქართველო
კალაძე: მზად ვართ, ელექტრომობილების მფლობელებს დამტენები სახლთან უფასოდ დავუმონტაჟოთ

დროის ამ მონაკვეთში შეიცვლება წერეთლის გამზირიდან სააკაძის მოედნის მიმართულებით მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტი. ავტობუსები და სამარშრუტო ტაქსები გაივლის წერეთლისა და თამარ მეფის გამზირებს, საიდანაც გმირთა მოედანს დაუკავშირდება და მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობს.

ვახუშტი ბაგრატიონის ხიდი მტკვარზე 1978 წელს აიგო. მისი საერთო სიგრძე 220,5 მეტრია, ხოლო სავალი ნაწილის სიგანე - 21 მეტრია.

ხიდის სარემონტო სამუშაოების დაწყების გადაწყვეტილება 2015 წელს კვლევის შედეგად არის მიღებული, რომელიც მთელი თბილისის მასშტაბით ჩატარდა. სამუშაოებს, რომელიც ხუთ თვეს უნდა გაგრძელდეს, ინფრასტრუქტურის საქალაქო სამსახური ახორციელებს.

ყველა ახალი ამბავი
0