04:02 20 მარტი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0474
  • 100 RUB4.1721
  • USD2.6840
მშრალი ხიდი

თბილისის ცენტრში ტრანსპორტის მოძრაობა წლის ბოლომდე იზღუდება

© Sputnik / Levan Avlabreli
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
332 0 0

დაგეგმილი სარემონტო სამუშაოების გამო იცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები.

თბილისი, 14 მარტი — Sputnik. დედაქალაქში „დედაენისა" და „9 მარტის" ბაღებს შორის საგზაო მონაკვეთზე ავტომობილების მოძრაობა 15 მარტიდან 31 დეკემბრამდე იზღუდება, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ხიდები, გზები, საბაგირო – რეგიონული განვითარების სამინისტრომ 2018 წელი შეაჯამა>>>

თბილისის ისტორიული ცენტრის ამ ნაწილში სარემონტო სამუშაოებია დაგეგმილი პრექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში.

აღნიშნულთან დაკავშირებით იცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებიც.

თბილისის მერია მოსახლეობას ბოდიშს უხდის შექმნილი დისკომფორტის გამო.

ადრე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ ქალაქის ხელისუფლება ე.წ. მშრალი ხიდისა და ზაარბიუკენის მოედნის, მათ შორის, "დედაენის" ბაღის მიმდებარე ტერიტორიის სრულ აღდგენას გეგმავს. პროექტისთვის 9,9 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

 

მთავარი თემები