ქართველი ჩოგბურთელი აშშ-ის ტურნირზე სენსაციურად დამარცხდა

© FB / Nikoloz Basilashviliნიკოლოზ ბასილაშვილი
ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
წაგების მიუხედავად, ბასილაშვილი 26,5 ათას დოლარს მიიღებს

თბილისი, 10 მარტი - Sputnik. საქართველოს ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა (მე-18 ადგილი АТР-ს რეიტინგში) ინდიან-უელსში (აშშ) მიმდინარე „მასტერსის“ სერიის ტურნირზე ასპარეზობა დაასრულა.

ქართველი ჩოგბურთელი სენსაციურად დამარცხდა მეორე რაუნდში სამ სეტში ინდოელ პრაჯნეშ გუნესვარანთან (97) - 4:6, 7:6, 6:7. მატჩი ორსაათნახევარზე მეტ ხანს გაგრძელდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო
ახალი რეკორდი: ქართველმა ჩოგბურთელმა მსოფლიო რეიტინგში პოზიცია გაიუმჯობესა

დაპირისპირებაში გადამწყვეტი პირველი პარტია გახდა, რა დროსაც ბასილაშვილმა მეტოქეს თავისი ჩაწოდება დაუთმო. მეორე და მესამე სეტებში კი თანასწორი ბრძოლა წარიმართა - ჩოგბურთელებმა ორ-ორჯერ ერთმანეთის ჩაწოდების აღება შეძლეს.

საბოლოო ჯამში, ფინალის 1/16-ში საგზური ორ ტაი-ბრეიკზე გათამაშდა, ერთ-ერთში ბასილაშვილმა მოიგო, მეორეში კი გუნესვარანმა.

წაგების მიუხედავად, ბასილაშვილმა 25 სარეიტინგო ქულა და თითქმის 26,5 ათას დოლარი გამოიმუშავა. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ქართველი სპორტსმენი ინდიან-უელსში ასპარეზობას პირველ რაუნდში ტრავმის გამო გამოეთიშა.

ჩოგბურთის საერთაშორისო ასოციაციამ ბასილაშვილს საგანგებო ვიდეორგოლი მიუძღვნა >>

„მასტერსი“ ინდიან-უელსში - BNP Paribas Open-ი 17 მარტამდე გაგრძელდება. ტურნირის საერთო საპრიზო ფონდი 9,3 მილიონ დოლარს შეადგენს, ხოლო მოქმედი გამარჯვებულია არგენტინელი ხუან მარტინ დელ პოტრო, რომელიც წელს აშშ-ში არ ჩასულა.

ყველა ახალი ამბავი
0