ჩოგბურთის საერთაშორისო ასოციაციამ ბასილაშვილს საგანგებო ვიდეორგოლი მიუძღვნა

© FB / Hungarian Tennisნიკოლოზ ბასილაშვილი
ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგში პოზიციის გაუმჯობესებას ბულგარეთის ტურნირზე შეეცდება.

თბილისი, 5 თებერვალი — Sputnik. პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციამ (АТР) გამოუშვა პრომო-რგოლი, რომელიც ქართველ ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს ეძღვნება. ვიდეორგოლი ორგანიზაციის Facebook-გვერდზე გამოქვეყნდა.

ვიდეორგოლი მოგვითხრობს გასულ სეზონზე, რომელიც 26 წლის ბასილაშვილის კარიერაში საუკეთესო გახდა. 2018 წელი ჩოგბურთელმა АТР-ს რეიტინგში 59-ე პოზიციაზე დაიწყო, შემდეგ ჩამოქვეითდა 81-ე ადგილზე, მაგრამ წელი დაასრულა პლანეტის საუკეთესო მოთამაშეების ოცეულში АТР-500-ის სერიის ორ ტურნირზე (ჰამბურგში და პეკინში) გამარჯვების შემდეგ. ეს არის რეკორდი ქართველი ჩოგბურთელებისთვის საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ.

„კარიერასა და ცხოვრებაში მქონდა როგორც აღმასვლები, ასევე დაღმასვლები. ტურნირების დროს მამაჩემთან ერთად მანქანაში ძილიც მიწევდა, ეს ყველაფერი კვირების განმავლობაშიც კი გრძელდებოდა. იყო ისეთი მომენტებიც, რომ კარავში დარჩენა მოგვიწია. ამ ყველაფერმა გამაძლიერა. მწყურია გამარჯვებები და მაღალი დონის თამაში“, – აცხადებს ბასილაშვილი.

ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო
ბასილაშვილმა მსოფლიოს უძლიერეს ჩოგბურთელთა რეიტინგში პოზიციები დათმო

წლევანდელი სეზონი ბასილაშვილმა Australian Open-ზე გამოსვლით დაიწყო, სადაც მესამე რაუნდამდე მივიდა და ამით შარშანდელი შედეგი გაიმეორა. სამწუხაროდ, ტურნირის დასრულების შემდეგ ბასილაშვილი АТР-ს რეიტინგში ორი პოზიციის ჩამოქვეითდა.

ბასილაშვილისთვის მომდევნო ტურნირი გახდება სოფიის ღია პირველობა АТР-250-ის სერიიდან, რომელიც ბულგარეთის დედაქალაქში 4-10 თებერვალს გაიმართება. ქართველი სპორტსმენი მეხუთე ნომრად არის განთესილი, ხოლო მისი პირველი მეტოქე კვალიფიკაციის შედეგების მიხედვით გაირკვევა.

Sofia Open-ის საერთო საპრიზო ფონდი თითქმის 600 ათას ევროს შეადგენს, ხოლო მოქმედი გამარჯვებულია მირზა ბაშიჩი ბოსნია და ჰერცეგოვინიდან.

ყველა ახალი ამბავი
0