ბასილაშვილმა მსოფლიოს უძლიერეს ჩოგბურთელთა რეიტინგში პოზიციები დათმო

© photo: Nikoloz Basilashvili / FBნიკოლოზ ბასილაშვილი
ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
Australian Open-ის მესამე ტურში წაგებამ ქართველ სპორტსმენს უძლიერესთა ოცეულში დარჩენის საშუალება არ მისცა.

თბილისი, 28 იანვარი — Sputnik. საქართველოს ჩოგბურთის ნაკრების ლიდერი ნიკოლოზ ბასილაშვილი АТР-ს განახლებულ რეიტინგში მე-20 ადგილიდან 22-ზე ჩამოვიდა. რეიტინგი 28 იანვარს გამოქვეყნდა. ქართველი ჩოგბურთელის აქტივში 1820 ქულაა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო
ქართველმა ჩოგბურთელმა Australian Open-ზე გამოსვლა დაასრულა

„დიდი სლემის" სერიის მელბურნის ტურნირზე Australian Open ბასილაშვილი მესამე წრემდე გავიდა და 90 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა, თუმცა ეს შედეგი საკმარისი არ აღმოჩნდა იმისთვის, რომ მას მსოფლიოს უძლიერეს ჩოგბურთელთა რეიტინგში მეოცე პოზიცია შეენარჩუნებინა.

ქართველს სპორტსმენს გაუსწრეს ლუკ პუიემ (საფრანგეთი) და რობერტო ბაუტისტა-აგუტმა (ესპანეთი).

მელბურნის ტურნირზე თავისი გამოსვლის შესახებ საუბრისას ბასილაშვილმა აღნიშნა, რომ ვერ აჩვენა ის შედეგი, რომელსაც ის და მისი გუნდი ელოდებოდნენ.

„ამ თამაშმა კარგად დამანახა, რა ეტაპზე ვიმყოფები ფსიქოლოგიურად და, ზოგადად, კორტზე. ვთვლი, რომ დიდი სლემის ტურნირის მოსაგებად კიდევ ბევრი სწორი ნაბიჯია გასავლელი", – დაწერა ჩოგბურთელმა თავის Facebook-გვერდზე.

АТР-ს რეიტინგის ლიდერია სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი (10,955), რომელმაც Australian Open-ი უკვე მეშვიდედ მოიგო. ტურნირის ფინალისტი რაფაელ ნადალი (8,320) მეორე ადგილზეა, ლიდერთა სამეულში შევიდა ასევე გერმანიის წარმომადგენელი ალექსანდრ ზვერევი (6,475).

ყველა ახალი ამბავი
0