ახალი რეკორდი: ქართველმა ჩოგბურთელმა მსოფლიო რეიტინგში პოზიცია გაიუმჯობესა

© Facebook / Nikoloz Basilashviliნიკოლოზ ბასილაშვილი
ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დუბაის ტურნირის მეოთხედფინალში გასვლამ ქართველ სპორტსმენს საჩოგბურთო ცხრილში დაწინაურების საშუალება მისცა.

თბილისი, 4 მარტი — Sputnik. საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ახალი რეკორდი დაამყარა – АТР-ს რეიტინგში მე-19 ადგილიდან მე-18-ზე გადაინაცვლა.

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეს უმაღლესი პოზიციაა, რომელიც ქვეყნის ჩოგბურთელს ოდესმე დაუკავებია.

ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო
ბასილაშვილის მორიგი გამარჯვება: ჩოგბურთელი დუბაის ტურნირის მეოთხედფინალშია

ბასილაშვილის პროგრესი უკავშირდება დუბაის ტურნირზე გამოსვლას – მან მოუგო Dubai Duty Free Tennis Championships-ის შარშანდელ გამარჯვებულს რობერტო ბაუტისტა აგუტის (6:7, 6:4, 6:3). შედეგად, ესპანელმა სპორტსმენმა ვერ შეინარჩუნა სარეიტინგო ქულები АТР-ს უძლიერესი ჩოგბურთელების სიაში და ოთხი საფეხურით ქვევით გადაინაცვლა – მე-18-დან 22-ე ადგილზე.

АТР-ს რეიტინგის ლიდერი კვლავ სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩია, მეორეზეა ესპანელი რაფაელ ნადალი, ხოლო მესამეზე – გერმანიის წარმომადგენელი ალექსანდრ ზვერევი.

შემდეგი ტურნირი, რომელშიც ბასილაშვილი მიიღებს მონაწილეობას, არის „მასტერსი" ინდიან-უელსში. გასულ წელს ქართველი სპორტსმენი ტურნირს ტრავმის გამო პირველივე რაუნდში გამოეთიშა.

ჩოგბურთის საერთაშორისო ასოციაციამ ბასილაშვილს საგანგებო ვიდეორგოლი მიუძღვნა>>

„მასტერსი" ინდიან-უელსში BNP Paribas Open 7-17 მარტს გაიმართება. ტურნირის საერთო საპრიზო ფონდია 9,3 მლნ აშშ დოლარი. მოქმედი გამარჯვებულია არგენტინელი ხუან მარტინ დელ პოტრო.

ყველა ახალი ამბავი
0