ახალი ანეკდოტი სვანებზე: ემზარ კვიციანს შემთხვევით Facebook- Live-ი ჩაერთო

© Sputnik / Alexander Imedashviliემზარ კვიციანი
ემზარ კვიციანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
შვიდი წუთის განმავლობაში დეპუტატი ჩანდა ჩაწოლილი ლოგინში, შემდეგ კი სოციალური ქსელის ნამდვილ ვარსკვლავად იქცა

თბილისი, 9 მარტი – Sputnik. ნამდვილი კურიოზი შეემთხვა ოპოზიციური პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატ ემზარ კვიციანს.

თავს დატეხილი სიყვარული – დედასთან ჩაწერილმა დუეტმა ორ დღეში 200 000 ნახვა დაიმსახურა >>

პარლამენტარმა თავის ტელეფონზე Facebook-ში პირდაპირი ტრანსლაცია ისე ჩართო, რომ თვითონ ვერც კი მიხვდა ამას.

ამერიკელი მომღერალი ბიონსე - Sputnik საქართველო
რომან გოცირიძე MTV-ს სიუჟეტში ბეიონსეს შემდეგ აღმოჩნდა

პირდაპირი ეთერი შვიდ წუთზე მეტს გაგრძელდა. პირდაპირი ტრანსლაციის დროს დეპუტატი იმყოფებოდა თავის საძინებელში, თავზე კი პირსახოცის მსგავსი რამ ჰქონდა მოხვეული. ზოგიერთმა Facebook-მომხმარებელმა ეს თავსაბურავი აჭარულს მიამსგავსა. სავარაუდოდ, ის გაციებული ან აბაზანიდან ახალი გამოსული იყო.

თითქმის მთელი ლაივის დროს დეპუტატი ჩუმად იყო და ხანდახან იღიმოდა. და მხოლოდ ტრანსლაციის ბოლოს მიხვდა კვიციანი, რომ უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდა.

კვიციანმა სთხოვა თავის მეგობრებს, რომლებიც პირდაპირ ეთერს უყურებდნენ, გამოეხმაურონ და დაუდასტურონ, რომ ის ნამდვილად ლაივშია. კვიციანი ვინმე ერმილესაც მიმართავდა. სავარაუდოდ, რომელიმე მეგობარმა გააგებინა კვიციანს, რომ ის პირდაპირ ეთერშია, რის შემდეგაც დეპუტატმა სიცილი დაიწყო, მოიბოდიშა და ტრანსლაცია შეწყვიტა.

პოლიტიკოსის ქმედებებზე კარგად იხალისეს Facebook-მომხმარებლებმა და ვიდეოს ატვირთვიდან რამდენიმე წუთში სახუმარო კომენტარების წერა დაიწყეს.

რობოტი „ფუტურამიდან“ – ბრიტანეთის პრემიერ ტერეზა მეის ცეკვამ ინტერნეტი გაამხიარულა >>

„მაგარი კაცია ემზარი. ბიძაჩემიც ესეთ სიტუაციაში იჩითება სულ, ვერ გაერკვია კარგად ფეისბუქში“, - წერს მომხმარებელი LA Zare.

„სვანი შევიდა ინტერნეტში და დაიკარგა... არანაირი ანეკდოტი, რეალურ ამბავზეა დაფუძნებული“, - წერს Nini Bichashvili.

გარდა ამისა, სოციალურ ქსელში უყურადღებო დეპუტატის უამრავი პაროდია გაჩნდა.

ყველა ახალი ამბავი
0