რომან გოცირიძე MTV-ს სიუჟეტში ბეიონსეს შემდეგ აღმოჩნდა

© REUTERS / Lucy Nicholsonამერიკელი მომღერალი ბიონსე
ამერიკელი მომღერალი ბიონსე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვიდეოჩანაწერმა, რომელზეც რომან გოცირიძე სელფის გადაღებას ცდილობს, პოპულარულ ამერიკულ მუსიკალურ ტელეარხამდე მიაღწია.

თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. ვინ იფიქრებდა, რომ ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატ რომან გოცირიძის სელფის გადაღების მცდელობა მას მთელ მსოფლიოში გაუთქვამდა სახელს.

მისი მონაწილეობით ვიდეო ცნობილი მუსიკალური ტელეარხის MTV-ს ამერიკული ვერსიის ყურადღების ცენტრში მოხვდა. ახალი ამბების ბლოკში რომან გოცირიძის მონაწილეობით სიუჟეტი მას შემდეგ გამოჩნდა, რაც ბეიონსეს მამამ თავისი ტყუპი შვილიშვილების დაბადება დაადასტურა.

ვიდეოკადრების დემონსტრაციისას, სადაც გოცირიძე სელფის გადაღებას ცდილობს, წამყვანი ამბობს, რომ მამების თაობას ბევრი შრომა უწევს იმისთვის, რათა Instagram-ზე „ლაიკები" დაიმსახუროს.

გოცირიძის მოუხერხებელი მცდელობის ამსახველი ვიდეო ინტერნეტში 19 ივნისს მოხვდა, ახალი ამბების სოციალურ ვებ-გვერდზე Reddit.

ვიდეორგოლში, რომელმაც ერთ დღეში 75 000-ზე მეტი „ლაიკი" და ათასობით კომენტარი დააგროვა, გოცირიძე ხელში 360 გრადუსით ატრიალებს სმარტფონს ჩართული კამერით და კადრში მოხვედრისას იღიმის. „რა საყვარელი ღიმილი აქვს! ნამდვილად ვიღაცის მამაა", — დაწერა პორტალის ერთ-ერთმა მკითხველმა.

ზოგიერთმა მომხმარებელმა დაასკვნა, რომ გოცირიძე „სელფის" კი არა, პანორამას იღებს. „იქნებ იღებს პანორამას, თავისი სახით მარჯვენა კუთხეში", — ივარაუდეს უფრო ლოიალურმა ინტერნეტ-მომხმარებლებმა.

ეს ამბავი უყურადღებოდ არ დაუტოვებია თავად ვიდეორგოლის ავტორსაც.

„მსოფლიოში ცნობილ reddit-ში დიდი დისკუსიაა გამართული – სელფს ვიღებ თუ პანორამას. რა იციან, რომ ჩვენი ოდიოზი დეპუტატის სიბრძნეს ვიწერ ისტორიისათვის:))

ამ ჩვენს ჩასაფრებულებს ეგონათ, რომ ცუდ საქმეს მიკეთებენ, სინამდვილეში მილიონზე მეტი ნახვა აქვს და ერთმანეთზე უკეთესი კომენტარი. პირადშიც არ მასვენებენ გაცნობის მსურველი უცხოელი ქალბატონები", — წერს Facebook-ზე რომან გოცირიძე.

ყველა ახალი ამბავი
0