„ქართული ოცნება" საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება – ვინ დაიკავებს განდგომილთა ადგილს

© Sputnik / Alexander Imedashviliქართული ოცნების ოფისი
ქართული ოცნების ოფისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ერთ–ერთი მთავარი ამოცანა  დაასახელა.

თბილისი, 8 მარტი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადების პერიოდში აქტიურად შეეცდება საკუთარ გუნდში ახალი სახეების მოზიდვას, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ღარიბაშვილმა პოლიტიკაში და „ქართულ ოცნებაში“ დაბრუნების მიზეზები დაასახელა>>>

კობახიძის სიტყვებით, ახალი კადრების შერჩევის პროცესი „მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურია“ და გადაწყვეტილება პოლიტიკური პროცესების საფუძველზე იქნება მიღებული.

„გუნდის განახლება და ახალი სახეების შერჩევა ჩვენი ამოცანაა. გუნდის განახლებაზე საუბრობდა ბიძინა ივანიშვილი ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც დაუბრუნდა პარტიის თავმჯდომარის პოზიციას, ასევე მოგვიანებითაც არაერთხელ უსაუბრია ამაზე. რა თქმა უნდა, „ქართული ოცნების“ განახლება, განსაკუთრებით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში, არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა”, – განაცხადა კობახიძემ.

„ქართული ოცნების“ განახლების საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა 2018 წლის ოქტომბერში პირველივე ტურში არჩევნების მოგება ვერ შეძლო და ის ქვეყნის ყველა დიდ ქალაქში დამარცხდა. გამარჯვების მოპოვება შესაძლებელი გახდა მხოლოდ მეორე ტურში, როდესაც წინასაარჩევნო კამპანიაში თავად ივანიშვილი ჩაერთო. 

ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
Forbes-მა ბიძინა ივანიშვილის კაპიტალი დათვალა

ამასთან, მმართველი პარტიისთვის 2019 წლის დასაწყისი საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა – „ქართულ ოცნება“ რიგრიგობით დატოვა რამდენიმე დეპუტატმა. შედეგად პარტიამ საკონსტიტუციო უმრავლესობა დაკარგა. მართალია, „ქართული ოცნების“ ლიდერები საუბრობენ, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა მათ აღარ სჭირდებათ, რადგან კონსტიტუციაში ყველა აუცილებელი ცვლილებაა შეტანილი, თუმცა პარტიის იმიჯზე ეს პროცესი აისახა.

განხეთქილება „ქართულ ოცნებაში“ სასამართლოს სკანდალის ფონზე დაიწყო. მმართველი პარტიის დეპუტატთა ერთ ნაწილსა და უმრავლესობის სხვა წევრებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტში საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასანიშნ მოსამართლეთა კანდიდატების სია წარადგინა. როგორც ცნობილია, უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების ნაკლებობაა.

სკანდალი მას შემდეგ დაიწყო, რაც გაირკვა, რომ სიაში ის მოსამართლეები იყვნენ, რომლებიც სააკაშვილის მმართველობის პერიოდში „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ დაკვეთებს ასრულებდნენ. 

საქართველოს პროკურატურა - Sputnik საქართველო
მისწერა თუ არა გახარიამ ხაზარაძეს წერილი – პროკურატურამ „დოკუმენტი“ გამოაქვეყნა

შედეგად „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით პროცესის შეჩერება და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის კონკრეტული კრიტეტიუმების შემუშავება გადაწყვიტა.

პარტიის განახლების პროცესის ფარგლებში „ქართულ ოცნებაში“ ყოფილი ექს–პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი დაბრუნდა. მან პარტიის პოლიტიკური მდივნის თანამდებობაზე დეპუტატი გია ვოლსკი ჩაანაცვლა. პარტიაში გია ვოლსკი პოლიტიკურ პარტიებთან ურთიერთობებს გაუწევს კურირებას.

ყველა ახალი ამბავი
0