Forbes-მა ბიძინა ივანიშვილის კაპიტალი დათვალა

© Sputnik / Alexander Imedashviliბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მმართველი პარტიის დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა, როგორც ქვეყნის ყველაზე მდიდარმა ადამიანმა, საკუთარი პოზიციები გაიმყარა.

თბილისი, 6 მარტი — Sputnik. ჟურნალ Forbes-ის ვერსიით, მმართველი პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი კიდევ უფრო გამდიდრდა და მილიარდერების სიაში საკუთარი პოზიციები კიდევ უფრო გაიუმჯობესა.

რეიტინგში ივანიშვილმა 4,9 მილიარდი დოლარით 365-ე ადგილი დაიკავა.

ღარიბაშვილმა პოლიტიკაში და „ქართულ ოცნებაში“ დაბრუნების მიზეზები დაასახელა>>>

ერთი წლის განმავლობაში მან თავისი კაპიტალი 0,2 მილიარდი დოლარით გაზარდა. შარშან იგი მსოფლიო მილიარდერებს შორის 465-ე ადგილზე იყო.

ქართველი მილიარდერი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიაში პირველად 2006 წელს გამოჩნდა, მაშინ მისი კაპიტალი 3,9 მილიარდი დოლარი იყო. ივანიშვილის მაქსიმალური მაჩვენებელი იყო 2008 წელს – 143-ე ადგილი 6,4 მილიარდი დოლარით.

„ქართული ოცნების“ ოფისი - Sputnik საქართველო
„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოში ცვლილებები განხორციელდა

Forbes-ის ლიდერთა სამეულშია ონლაინ-რიტეილერი Amazon-ის ხელმძღვანელი ჯეფ ბეზოსი 131 მილიარდი დოლარით.

მეორე ადგილზეა ამერიკული კომპანია Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეიტსი 96,5 მილიარდი დოლარით. ხოლო საინვესტიციო ფონდ Berkshire Hathaway-ის ხელმძღვანელმა უორენ ბაფეტმა 82,5 მილიარდი დოლარით საპატიო მესამე ადგილი დაიკავა.

სულ გამოცემამ 2 153 მილიარდერი დათვალა, რომელთა მთლიანი შემოსავალი 8,7 ტრილიონი დოლარია.

ბიძინა ივანიშვილმა კაპიტალი რუსეთში 1990-იან წლებში დააგროვა, შემდეგ კი საცხოვრებლად საქართველოში გადმოვიდა, სადაც დიდი ხნის განმავლობაში ქველმოქმედებას ეწეოდა. 2011 წელს მან პოლიტიკაში მოსვლის შესახებ განაცხადა და პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" დააფუძნა, რომელიც კოალიციაში სხვა ოთხ პარტიასთან ერთად 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ხელისუფლებაში მოვიდა. პარტია "ქართულმა ოცნებამ" ყოფილი მმართველი პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ცხრაწლიანი მმართველობა დაასრულა.

 

ყველა ახალი ამბავი
0