„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოში ცვლილებები განხორციელდა

© Sputnik / Alexander Imedashvili„ქართული ოცნების“ ოფისი
„ქართული ოცნების“ ოფისი - Sputnik საქართველო
საქართველოს მმართველი პარტიის ახალი სახე გახდა ექს-პრემიერი და „ქართული ოცნების“ ექს-თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი.

თბილისი, 5 მარტი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტსაბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ახალი თანამდებობის – პოლიტიკურ პარტიებთან ურთიერთობის მდივნის შემოღების შესახებ.

დიდი პრემიერის მოლოდინში, ანუ პოლიტიკური დასის ხიბლი და სიღარიბე... >>

პოლიტიკურ პარტიებთან ურთიერთობის მდივანი დეპუტატი გიორგი ვოლსკი გახდება, ხოლო პარტიის პოლიტიკური მდივნის თანამდებობას, რომელსაც ვოლსკი ბოლო დრომდე იკავებდა, ექს-პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ჩაიბარებს.

ღარიბაშვილი საქართველოს მთავრობას 2013 წლის ნოემბერიდან 2015 წლის დეკემბრამდე ხელმძღვანელობდა.

„ყველასთვის ცნობილია, რომ ირაკლი ღარიბაშვილი არის გამორჩეული თვისებებისა და გამოცდილების მქონე ადამიანი, რომელიც 2011 წლიდან მონაწილეობდა „ქართული ოცნების“ დაფუძნებასა და ჩამოყალიბებაში. მან პრემიერ-მინისტრისა და პარტიის თავმჯდომარის რანგში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჩვენი სახელმწიფოს განვითარებაში“, – განაცხადა პარტიის გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ.

ის ირწმუნება, რომ ღარიბაშვილი პოლიტიკური მდივნის რანგში „მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს პარტიის გაძლიერებას“.

პარლამენტის სხდომა - Sputnik საქართველო
„პატრიოტთა ალიანსი“ იშლება - დავით ჭიჭინაძემ ფრაქცია დატოვა

„ქართულ ოცნებაში" ღარიბაშვილის დაბრუნება მას შემდეგ მოხდა, რაც პარტიის დატოვება „ძველი გვარდიის“ დეპუტატებმა დაიწყეს. შედეგად მმართველმა პარტიამ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა დაკარგა.

ბოლო პერიოდში „ქართული ოცნება" შვიდმა დეპუტატმა დატოვა. ესენი არიან ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე, ლევან გოგიჩაიშვილი, ბექა ნაცვლიშვილი, ზვიად კვაჭანტირაძე, გია ჟორჟოლიანი და მირიან წიკლაური.

ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრის პოსტზე ორი წლის განმავლობაში ყოფნის პერიოდში სისტემატურად ხდებოდა ოპოზიციის კრიტიკის ობიექტი. ღარიბაშვილი მთავრობას მას შემდეგ ჩაუდგა სათავეში, რაც ივანიშვილმა 2013 წლის ნოემბერში საკუთარი სურვილით დატოვა პრემიერის პოსტი.

ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური