ქართველი მეზღვაურის ცხედარს ლიბიიდან სამშობლოში დღეს ჩამოასვენებენ

© photo: Sputnik / Andrey Stenin / გადასვლა მედიაბანკშიპორტი ლიბიაში
პორტი ლიბიაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ლიბიის პროკურატურამ საგამოძიებო პროცედურები წინა კვირაში დაასრულა და ცხედრის საქართველოსთვის გადმოცემის ნებართვა გასცა.

თბილისი, 5 მარტი — Sputnik. ლიბიაში დაღუპული 23 წლის მეზღვაურის დავით რაზმაძის ცხედარს საქართველოში დღეს ჩამოასვენებენ, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

რაზმაძე, რომელსაც ლიბიაში რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ, 21 იანვარს პორტის ნავმისადგომზე მოკლული იპოვეს.

საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
საქართველოს საგარეო უწყება მოუწოდებს მოქალაქეებს, ლიბიაში გამგზავრებისგან თავი შეიკავონ

ქართველი მეზღვაური მარშალის კუნძულების დროშით მცურავ თურქულ გემზე მუშაობდა. რაზმაძე გემბანიდან 7 იანვარს ღამით გაუჩინარდა, როდესაც გემი მისურატის ნავსადგურში იმყოფებოდა.

ლიბიის პროკურატურამ წინა კვირაში დაასრულა საგამოძიებო პროცედურები და ცხედრის საქართველოსთვის გადმოცემის ნებართვა გასცა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოლაპარაკებები გამართა ერთ-ერთ ავიაკომპანიასთან რაზმაძის ლიბიიდან სამშობლოში გადმოსვენების თაობაზე.

ლიბიის პროკურატურა საქართველოსთვის დაღუპული მეზღვაურის ცხედრის გადმოცემას დათანხმდა>>

საქართველოს საგარეო უწყებამ იანვრის ბოლოს ქვეყნის მოქალაქეებს მოუწოდა, თავი შეიკავონ ლიბიაში წასვლისგან უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარების გამო.

ყველა ახალი ამბავი
0