თბილისი, 28 იანვარი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს ლიბიაში გამგზავრებისგან თავის შეკავებას ურჩევს, ნათქვამია საგარეო უწყების ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
„ლიბიაში უსაფრთხოების კუთხით შექმნილი რთული მდგომარეობის გამო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს, თავი შეიკავონ ლიბიაში გამგზავრებისა და მის ტერიტორიაზე გადაადგილებისაგან, როგორც სახმელეთო, ასევე საჰაერო და საზღვაო გზით, ვინაიდან ადგილზე შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოკლებულია შესაძლებლობას, ქმედითი დახმარება გაუწიოს საქართველოს მოქალაქეებს ლიბიის ტერიტორიაზე“, - ნათქვამია განცხადებაში.
21 იანვარს ლიბიაში იპოვეს გაუჩინარებული ქართველი მეზღვაურის ცხედარი.
დავით რაზმაძე ლიბიაში მყოფ მარშალის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავ გემ MV Dogan Bey-ზე მუშაობდა. გემი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეს ეკუთვნის. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, გემი ლიბიის ნავსადგურ მისრათაში იმყოფებოდა, როცა ქართველი მეზღვაური გემბანიდან 7 იანვარს ღამით, ვახტაზე ყოფნისას დაიკარგა.
23 წლის დავით რაზმაძის ცხედარი ნავსადგურში იპოვეს.