ლიბიაში გაუჩინარებული 23 წლის ქართველი მეზღვაური გარდაცვლილი იპოვეს

© photo: Sputnik / Boris Babanov / გადასვლა მედიაბანკშიხმელთაშუა ზღვა
ხმელთაშუა ზღვა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი მეზღვაურის ძებნის პროცესში ქართულ მხარესთან ერთად ჩართული იყო გემთმფლობელი კომპანიაც

თბილისი, 21 იანვარი - Sputnik. ლიბიაში გაუჩინარებული ქართველი მეზღვაურის დავით რაზმაძის ცხედარი იპოვეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ქართველი მეზღვაური  ლიბიაში ნაოსნობისას ორი კვირის წინ, 7 იანვარს  გაუჩინარდა. ქართველი მეზღვაურის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ 16 იანვარს მიიღო.

23 წლის დავით რაზმაძის ცხედარი ნავსადგურში იპოვეს.

სატვირთო ხომალდი - Sputnik საქართველო
23 წლის ქართველი მეზღვაური ლიბიაში ნაოსნობისას დაიკარგა

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსის თამარ იოსელიანის განცხადებით, ცხედარს ახლა ექსპერტიზა უტარდება და პასუხი ხვალ იქნება. თუმცა მისი თქმით,  ცხედარი უკვე ამოიცნეს.

დავით რაზმაძე ლიბიაში მყოფ მარშალის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავ გემ MV Dogan Bey-ზე  მუშაობდა. გემი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეს ეკუთვნის. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, გემი ლიბიის ნავსადგურ მისრათაში იმყოფებოდა, როცა ქართველი მეზღვაური გემბანიდან 7 იანვარს ღამით, ვახტაზე ყოფნისას დაიკარგა.

ქართველი მეზღვაურის ძებნის პროცესში ქართულ მხარესთან ერთად ჩართული იყო  გემთმფლობელი კომპანიაც.

 

ყველა ახალი ამბავი
0