ლიბიის პროკურატურა საქართველოსთვის დაღუპული მეზღვაურის ცხედრის გადმოცემას დათანხმდა

© photo: Sputnik / Andrey Stenin / გადასვლა მედიაბანკშილიბიის პორტი
ლიბიის პორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოლაპარაკებებს მართავს ავიაკომპანიასთან დავით რაზმაძის ლიბიიდან სამშობლოში გადმოსვენების თაობაზე.

თბილისი, 27 თებერვალი — Sputnik. ლიბიაში დაღუპული 23 წლის მეზღვაურის დავით რაზმაძის ქართული მხარისთვის გადმოცემის პროცესი დაიწყო, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაზე დაყრდნობით.

საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
საქართველოს საგარეო უწყება მოუწოდებს მოქალაქეებს, ლიბიაში გამგზავრებისგან თავი შეიკავონ

რაზმაძე, რომელსაც ლიბიაში რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ, 21 იანვარს პორტის ნავმისადგომზე იპოვეს. წინასწარი მონაცემებით, ის მოკლულია. მეზღვაურის ცხედარი ჯერ კიდევ ლიბიაშია.

ლიბიის პროკურატურამ ამ დროისთვის უკვე დაასრულა საგამოძიებო პროცედურები და ცხედრის საქართველოსთვის გადმოცემის ნებართვა გასცა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, თავის მხრივ, მოლაპარაკებებს მართავს ავიაკომპანიასთან რაზმაძის ლიბიიდან სამშობლოში გადმოსვენების თაობაზე.

საქართველოს საგარეო უწყებამ იანვრის ბოლოს ქვეყნის მოქალაქეებს მოუწოდა, თავი შეიკავონ ლიბიაში წასვლისგან უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარების გამო.

ყველა ახალი ამბავი
0