ხორციელის შაბათი: თარიღი და ტრადიციები

© photo: Sputnik / Taras Litvinenko / გადასვლა მედიაბანკშისანთლები და ჯვარცმა
სანთლები და ჯვარცმა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხორციელის შაბათი, რომელიც დაწესებულია მიცვალებულთა ხსენების დღედ, 2019 წელს 2 მარტს აღინიშნება.

ამ დღეს მიცვალებულთათვის განსაკუთრებული ლოცვები აღევლინება და ეკლესიაში იკურთხება საკურთხი.

ხორციელის შაბათი, უძღები შვილის კვირეულის (ხორციელის კვირეულის) მეექვსე დღეა და დიდი მარხვის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე აღინიშნება.

დიდი მარხვა 2019 წელს 11 მარტს იწყება.

რადგან ხორციელის შაბათი წინ უსწრებს ყველიერს, ამიტომ ამ დღეს ბოლოჯერ არის ნებადართული მორწმუნეთათვის ხორცის მიღება.

საეკლესიო კალენდარში სულ 7 მიცვალებულების მოხსენიების დღეა და ყველა მათგანს 9 მაისის გარდა, (როდესაც გარდაცვლილ მეომრებს იხსენიებენ), აქვს გარდამავალი თარიღი.

სანთლები - Sputnik საქართველო
რა უნდა ვიცოდეთ და როგორ ვილოცოთ ბრწყინვალე შვიდეულში

ისტორია

ხორციელის  შაბათი, ქრისტიანობის პირველივე საუკუნეებიდან აღინიშნებოდა. გადმოცემის თანახმად ამ დღეს პირველი  ქრისტიანები , როლებიც იმ დროს ჯერ კიდევ იდევნებოდნენ, ერთად იკრიბებოდნენ, რათა პატივი მიეგოთ ნაწამები და სიკვდილით დასჯილი სულიერი დებისთვის და ძმებისთვის.

მიცვალებულების ხსენების დღედ  კონკრეტულად  ეს შაბათი იმისათვის იქნა არჩეული, რომ ამ დღის შემდგომი კვირა დღე ეკლესიის მიერ საშინელი სამსჯავროს ხსენების დღედ არის მიჩნეული. შესაბამისად, წმინდა მამებმა საჭიროდ ჩათვალეს ამ დღის წინა დღე - შაბათი, მიცვალებულთა ხსენების დღედ დაეწესებინათ, რათა მორწმუნეებს განსაკუთრებულად ელოცათ გარდაცვალებულთათვის, რომლებთანაც ერთად მათ საშინელ სამსჯავროზე მოუწევდათ პასუხის გება

ამ დღის დაწესებით ეკლესია შუამდგომლობს ღმერთთან და ევედრება უფალს გარდაცვლილების სულების შეწყალებასაც,   განსაკუთრებით მათი ვინც მოულოდნელად გარდაიცვალა. ამით ეკლესია აძლევს გადარჩენის შანსს თითოეულის სულს.

Panicum miliaceum - Sputnik საქართველო
„ლიფანალის“ ჭიშდვარის უცვლელი ატრიბუტი, რომელიც მჭადში სიმინდმა ჩაანაცვლა

ტრადიციები

ხორციელის შაბათს მართლმადიდებლები  ეკლესიაში გარდაცვლილ მშობლებს და ნათესავებს იხსენიებენ.

ქაღალდზე წერენ მათ სახელებს,  ღვთისმსახურებს აწვდიან და ერთად ლოცულობენ მათი სულებისთვის.

ძველი საეკლესიო ტრადიციების თანახმად მრევლს ამ დღეს ტაძარში სამარხვო პროდუქტები და ღვინო მიაქვს, რომლებსაც  ღვთისმსახურების დროს აკურთხებენ, შემდეგ კი მსურველებს ურიგებენ.

ტაძრიდან მართლმადიდებლები  სასაფლაოებზე გადიან

თუმცა ეკლესიის მსახურები თვლიან, რომ ამ დღეს სასაფლაოზე გასვლაზე მნიშვნელოვანი ეკლესიაში ღვთისმსახურებაზე დასწრებაა.

სასაფლაო - Sputnik საქართველო
საქართველოში ორშაბათს მიცვალებულთა ხსოვნის დღეს აღნიშნავენ

მათ ვისაც არა აქვს ამ დღეს არც ეკლესიაში მისვლის და არც საფლავზე გასვლის შესაძლებლობა, შეუძლიათ  მიცვალებულთა სულისთვის სახლში ილოცონ.  

ხორციელის შაბათს ასევე მიღებულია მიცვალებულების სახელზე მოწყალების გაცემაც.

უძველესი დროიდან ამ დღეს ასევე  მიღებული იყო საჭმლის მომზადებაც, მიცვალებულთა მოსახსენიებელი ტრაპეზის აუცილებელი კერძი კი წანდილი (კოლიო) იყო, რომელიც ჩვეულებრივ მზადდება ხორბლის მთლიანი მარცვლებისგან, თაფლისგან, ქიშმიშისგან და ნიგვზისგან.

თუმცა ამ ტრადიციას დღეს საქართველოში  ძალიან ბევრი მართლმადიდებელი  არ მისდევს და მას ძირითადად ქელეხებზე ამზადებენ.

 

ყველა ახალი ამბავი
0