ნადირობის სეზონი დაიხურა: რა ემუქრება ბრაკონიერებს საქართველოში

© photo: Sputnik / Vladimir Vyatkin / გადასვლა მედიაბანკშიგედები
გედები - Sputnik საქართველო
გამოწერა
მონადირეებს ექვსი თვის განმავლობაში გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა შეეძლოთ

თბილისი, 28 თებერვალი - Sputnik. 1 მარტიდან საქართველოში გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა იკრძალება, იუწყება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი.

იანვარში ხეტყის უკანონო მოპოვების 401 ფაქტი დაფიქსირდა >>

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 14 აგვისტოს გაიხსნა და 28 თებერვალს დასრულდა.

ნადირობა - Sputnik საქართველო
გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი იწყება

ამიერიდან ბრაკონიერებს ჩამოერთმევა ნანადირევი და დაეკისრება 500-700 ლარის ოდენობის ჯარიმა. თუ მოპოვებული ნანადირევით გარემოს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა, პირის მიმართ შესაძლოა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.

ყოველწლიურად საქართველოს ტერიტორიას მილიონზე მეტი გადამფრენი ფრინველი გადაუფრენს. სეზონზე ნადირობა იკრძალება ქალაქებში, ასევე დაცულ ტერიტორიებთან 500 მეტრის რადიუსში.

საქართველოში კიდევ ერთი შველი მოკლეს >>

ნადირობის დროს იკრძალება მცენარეული საფარის დაწვა, გარეული ფრინველის კვერცხის შეგროვება და გაყიდვა, ცხოველთა ბუდეების, ბუნაგების, საცხოვრებელი ადგილების მოშლა ან განადგურება, ცხოველთა მასობრივი მოპოვებისთვის სხვადასხვა მოწყობილობის გამოყენება, ნადირობა თვითმფრინავიდან, ვერტმფრენიდან, ავტომობილიდან, მოტოციკლეტიდან, კატარღებიდან, ძრავიანი ნავებიდან და სხვა მოტორიანი სატრანსპორტო საშუალებებიდან. დაუშვებელია სტიქიური უბედურებების შედეგად დასუსტებული ცხოველების მონადირება.

ყველა ახალი ამბავი
0