იანვარში ხეტყის უკანონო მოპოვების 401 ფაქტი დაფიქსირდა

© photo: Sputnik / Konstantin Chalabovცული
ცული - Sputnik საქართველო
გამოწერა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, ერთ თვეში ამოღებულია 427 კუბურ მეტრამდე უკანონოდ მოპოვებული ხეტყე.

თბილისი, 4 თებერვალი — Sputnik. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მიმდინარე წლის იანვარში ხეტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 401 ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, აღნიშნულ შემთხვევებს შორის 15 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

ხის მორი, შეშა - Sputnik საქართველო
რა რაოდენობის ხე მოიჭრა 2018 წელს

დეპარტამენტის ცნობით, ხეტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი – 152 ფაქტი კახეთში გამოვლინდა, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 25, იმერეთში – 31, გურიაში – 8, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 11, აჭარაში – 24, მცხეთა-მთიანეთში – 3, შიდა ქართლში – 27, ქვემო ქართლში – 32, ხოლო სამცხე-ჯავახეთში – 88 ფაქტი დაფიქსირდა.

ჯამში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 427 კუბურ მეტრამდე ხეტყე.

გარდა ამისა, აღნიშნულ პერიოდში გამოვლინდა სახერხი საამქროს შესახებ რეგლამენტის დარღვევის 53 ფაქტი. ამოღებულია 3 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი დანადგარი.

მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი.

გასული წლის ივლისის ბოლოს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ხეტყის უკანონო ჩეხვასთან უკომპრომისო ბრძოლის დაწყება დააანონსა და განაცხადა, რომ ხელისუფლება შეუვალი იქნება იმ პირების მიმართ, ვინც ხეტყეს ჩეხავს, ან მფარველობს მსგავს დანაშაულს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, უწყება მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს ღონისძიებებს ხეტყის უკანონო მომპოვებელთა, გაყალბებული დოკუმენტების გამოყენებით ხის მასალის რეალიზატორთა და კანონდარღვევით მოქმედი ხის სახერხი საამქროების გამოსავლენად.

 

ყველა ახალი ამბავი
0