ტუბერკულოზი უკან იხევს: დაავადებების შემთხვევები საქართველოში შემცირდა

CC0 / Pixabay / ფილტვების რენტგენი
ფილტვების რენტგენი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში 1990-იან წლებში ყოველ 100 ათას მოსახლეზე ტუბერკულოზით დაავადებული 160-170 ადამიანი მოდიოდა.

თბილისი, 27 თებერვალი — Sputnik. საქართველოში მნიშვნელოვნად შემცირდა ტუბერკულოზით დაავადების შემთხვევები – 100 ათას ადამიანზე 75 დაავადებული მოდის, განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ სამოქალაქო სექტორის ფორუმზე, რომელიც აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის სფეროში მუშაობს.

გამყრელიძის განცხადებით, 1990-იან წლებში საქართველოში ყოველ 100 ათას ადამიანზე დაავადების 160-170 შემთხვევა მოდიოდა.

ფორუმის ორგანიზატორია ერთიანი საკოორდინაციო საბჭო, რომელიც მიმართულია აივ/შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განხორციელებაზე. საბჭოს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ხელმძღვანელობს.

სისხლის ანალიზი - Sputnik საქართველო
SOS: აჭარაში ტუბერკულოზის გავრცელების საგანგაშო მდგომარეობაა

„ჩვენთან ყოველწლიურად ტუბერკულოზის დაახლოებით 2,5 ათასი ახალი შემთხვევა ვლინდება. ყველას აქვს შესაბამისი მკურნალობის მიღების შესაძლებლობა", – განაცხადა გამყრელიძემ.

მან ასევე შიდსთან დაკავშირებული ვითარების შესახებ აღნიშნა, რომ საქართველოში შიდსით დაავადებულებისა და მატარებლების დაბალი მაჩვენებლებია.

„სულ ქვეყანაში რეგისტრირებულია დაახლოებით 8 ათასამდე შემთხვევა, მაგრამ ე.წ. სავარაუდო რიცხვი დაახლოებით 10–10,5 ათასი ადამიანია", – განაცხადა გამყრელიძემ.

მისი ინფორმაციით, ანტირეტროვირუსულ მკურნალობას (ვირუსული ინფექციების მკურნალობა) დაახლოებით 4,5 ათასი მოქალაქე გადის.

ტუბერკულოზის გავრცელების მხრივ ყველაზე საგანგაშო მდგომარეობა აჭარაშია. სპეციალისტები ამ რეგიონში ყოველწლიურად დაახლოებით 200 ახალ შემთხვევას ავლენენ.

ანალიზი - Sputnik საქართველო
როდის ექნება თბილისს შიდსის ახალი ცენტრი

საქართველოში ტუბერკულოზით უმეტესად ავადდებიან 25-34 წლის მამაკაცები და 19-25 წლის გოგონები.

ტუბერკულოზი ჰაერ-წვეთოვანი გზით გადამდები ინფექციური დაავადებაა, რომელიც ყველაზე მეტად ფილტვებს აზიანებს. მეოცე საუკუნემდე იგი პრაქტიკულად განუკურნებელი დაავადება იყო.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო ოფიციალური მონაცემებით, 2016 წელს მსოფლიოში 10,4 მილიონ ადამიანს დაუდგინდა ტუბერკულოზი და 1,7 მილიონი გარდაიცვალა ამ მიზეზით, რომელთა 95% მოდის დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებზე. 2016 წელს ტუბერკულოზით დაავადდა დაახლოებით 1 მილიონი ბავშვი, გარდაიცვალა — 250 ათასი.

ყველა ახალი ამბავი
0