როდის ექნება თბილისს შიდსის ახალი ცენტრი

© photo: Sputnik / Pavel Lisitsyn / გადასვლა მედიაბანკშიანალიზი
ანალიზი - Sputnik საქართველო
გამოწერა
შიდსის ცენტრი დიღმის კლინიკების კლასტერის ტერიტორიაზე განთავსდება.

თბილისი, 27 თებერვალი — Sputnik. ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ახალი ცენტრი თბილისში, სავარაუდოდ, ორი წლის შემდეგ აშენდება, განაცხადა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ.

საქართველოში აივ-ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება>>>

ცენტრი ამჟამად თბილისის ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორიაზე მდებარეობს. მოქმედი შენობის ინფრასტრუქტურა სავალალო მდგომარეობაშია. ცენტრის თანამშრომლებმა, რომლებიც С ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩართული პაციენტების ნახევარზე მეტს ემსახურებიან, სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით საპროტესტო აქციები არაერთხელ გამართეს. როგორც ისინი აღნიშნავდნენ, მათ აუტანელ ანტისანიტარიულ პირობებში უწევთ მუშაობა.

ჩვილი - Sputnik საქართველო
საქართველოში ბავშვები აივ-ინფექციით აღარ იბადებიან

„ძალიან სამწუხაროა, რომ ამ წლების განმავლობაში ვერ მოხერხდა ამ მიმართულებით ინფრასტრუქტურის მოწყობა. საბოლოოდ მივიღეთ გადაწყვეტილება და ტერიტორია შერჩეულია დიღმის კლინიკების კლასტერში. გუშინდელი მდგომარეობით დასრულდა ინტერესთა გამოკითხვა პროექტირებაზე. უშუალოდ ჩართული ვარ პროექტის მენეჯმენტში და ძალიან დიდი იმედი მაქვს, დღეიდან ორ წელიწადში ახალი და თანამედროვე სტანდარტებით გამართული შენობა გვექნება", – განაცხადა დავით სერგეენკომ.

2017 წელს შიდსის ცენტრის სარემონტო სამუშაოებისთვის 1 მლნ ლარზე მეტი, ხოლო აღჭურვილობის შესაძენად ნახევარ მილიონ ლარზე მეტი იქნა გამოყოფილი.

სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით ცენტრის მედპერსონალის საპროტესტო აქციები გარკვეულწილად კერძო კომპანიასთან კონფლიქტთან იყო დაკავშირებული. საქმე ისაა, რომ კომპანია „ავერსი–ფარმამ" რამდენიმე წლის წინ შეიძინა ტერიტორია, რომელზეც განთავსებულია ინფექციური პათოლოგიის ცენტრი და ამ კომპანიამ, ცენტრის თანამშრომლების სიტყვებით, მათ დაწესებულებაში სარემონტო სამუშაოების ჩატარების უფლება არ მისცა.

 

ყველა ახალი ამბავი
0