საქართველოს 12 უნივერსიტეტისთვის ერთობლივი კვლევითი პლატფორმა და პორტალი შეიქმნება

გამოწერა
პროექტი 17 სრული და 3 ასოცირებული პარტნიორისგან შედგება, მათ შორისაა საქართველოს 12 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, 5 სამთავრობო სააგენტო და 3 ევროპული უნივერსიტეტი.

თბილისი, 27 თებერვალი — Sputnik. საქართველოს 12 უნივერსიტეტისთვის ერთობლივი კვლევითი პლატფორმა და პორტალი შეიქმნება, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

წარმატებულ ქართველ მეცნიერ-ემიგრანტებს საქართველოში პირველ სამეცნიერო ფორუმზე მოიწვევენ>>>

პროექტის „საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამეცნიერო კვლევების განვითარების ხელშეწყობა“ ფარგლებში თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. პროექტი ევროკავშირის პროგრამა "ერასმუს+ KA2"-ის მიერ ფინანსდება.

პროექტი ორი წლის განმავლობაში განხორციელდება. მისი მთავარი მიზანია უნივერსიტეტების კვლევითი სამსახურების მოდერნიზაცია, კვლევითი პოტენციალის და ხარისხის გაზრდა, სწავლებისა და კვლევის კომპონენტების ინტეგრირება ინსტიტუციურ დონეზე. სწორედ აღნიშნული მიზნის მისაღწევად იმუშავებს ერთობლივი კვლევითი პლატფორმა და კვლევითი ინტერნეტ-პორტალი.

ქართველი მეფეებისა და დედოფლების რესტავრირებული კაბები - Sputnik საქართველო
ქართულმა სამეცნიერო პროექტმა Europa Nostra-ს ჯილდო მიიღო

პროექტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია უნივერსიტეტების ადმინისტრაციული პერსონალის გადამზადება, რათა გაუმჯობესდეს კვლევების მენეჯმენტი და მონაცემთა ანალიზი. ასევე დაგეგმილია უნივერსიტეტებში კვლევის პოტენციალის გაზრდის ხელშეწყობა.

პროექტი 17 სრული და 3 ასოცირებული პარტნიორისგან შედგება, მათ შორისაა საქართველოს 12 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, 5 სამთავრობო სააგენტო და 3 ევროპული უნივერსიტეტი.

საქართველოში განათლების სისტემის მასშტაბური რეფორმა ტარდება, რომლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს სამეცნიერო სფეროს განვითარება წარმოადგენს. სხვა საკითხებთან ერთად იგეგმება ევროპული კვლევების საბჭოს სტანდარტების (ERC–სტანდარტები), ბლოკჩეინისა და 3D-ტექნოლოგიების დანერგვა, კვლევების შედეგების შეფასებისას უცხოელი ექსპერტების როლის გაზრდა.

სახელმწიფო სრულად დააფინანსებს სახელმწიფო და კერძო უმაღლესი სასწავლებლებისა და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების მხრიდან საერთაშორისო სამეცნიერო ბაზებზე – ELSEVIER წვდომას.

იაპონია საქართველოს სამეცნიერო სფეროს განვითარებაში დაეხმარება>>>

ასევე დაგეგმილია ელექტრონული სამეცნიერო ჟურნალის Georgian Science-ის გამოცემა. ჟურნალის რედკოლეგიის წევრები იქნებიან როგორც ქართველი სპეციალისტები, ისე უცხოელი მეცნიერები.

ახალგაზრდა მეცნიერების წასახალისებლად იგეგმება 1000 ლარის ოდენობის ყოველთვიური სტიპენდიის დაწესება. გარდა ამისა, ხშირად გაიმართება ასაკის შესაბამისი სამეცნიერო კონკურსები, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ბაღის აღსაზრდელები და სკოლის მოსწავლეები.

საქართველო 2019 წელს შეუერთდა ევროკომისიის პროექტ EURAXESS-ის საერთოევროპულ ინიციატივას, რომელიც პროფესიონალ მეცნიერებს უჭერს მხარს.

საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით შეიქმნება პორტალი EURAXESS-Georgia, რომელიც ინტეგრირებული იქნება EURAXESS-ის პანევროპულ ელექტრონულ სისტემაში, რომელშიც ჩართულია მსოფლიოს 40 ქვეყანაზე მეტი.

ყველა ახალი ამბავი
0