ქართულმა სამეცნიერო პროექტმა Europa Nostra-ს ჯილდო მიიღო

© FB / Palace of Artsქართველი მეფეებისა და დედოფლების რესტავრირებული კაბები
ქართველი მეფეებისა და დედოფლების რესტავრირებული კაბები - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაჯილდოვდა ქართული ქსოვილების კვლევისა და ქსოვის ტრადიციების აღდგენის პროექტი

თბილისი, 22 მაისი — Sputnik. სამეცნიერო-კვლევითი პროექტი „ქსოვილი საქართველოდან" კულტურული მემკვიდრეობის სფეროში ევროპის უმაღლესი ჯილდოს, Europa Nostra–ს ჯილდოს მფლობელი გახდა.

პროექტი „ქსოვილი საქართველოდან" მიზნად ისახავს ქართული ქსოვილის ისტორიის გამოკვლევას, ძველი ტრადიციების ადგენასა და მათ ყოფაში დანერგვას.

გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია 22 ივნისს ბერლინში, კონგრესის ცენტრში გაიმართება. საზეიმო საღამოს გაუძღვება ასოციაციის პრეზიდენტი, საოპერო მომღერალი პლასიდო დომინგო და ევროკომისარი ტიბორ ნავრაჩიჩი.

Europa Nostra გამარჯვებულს ოთხ ნომინაციაში ავლენს: კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება; სამეცნიერო კვლევები; ცალკეული პერსონები ან ორგანიზაციები; განათლება, სწავლება ან ცნობადობის ამაღლება. 2018 წელს სულ 29 ლაურეატი დასახელდა.

„ქართველი მოსწავლეების „რობოტი–ლაბორანტი“ NASA–ში გაემგზავრება">>

ჟიურიმ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო პროექტებს, რომლებსაც საფუძვლად ევროპული ფასეულობები ედო. Europa Nostra-ში შედის ევროპის 45 სახელმწიფოში მომუშავე 250 არასახელმწიფო ორგანიზაცია.

საერთო ევროპული ფედერაციის ასოციაციის ჯილდო 2002 წელს დაფუძნდა. ჯილდოს გადაცემა ხდება ევროპის კავშირის პროგრამის „შემოქმედებითი ევროპა" (Creative Europe) მხარდაჭერით. საქართველო პროგრამას 2015 წელს შეუერთდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0