ქართველი მოსწავლეების „რობოტი–ლაბორანტი“ NASA–ში გაემგზავრება

© photo: Sputnik / Sergei Mamontov / გადასვლა მედიაბანკშიNASA
NASA - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი მოსწავლეების გამოგონების წყალობით შესაძლებელი გახდება ცდების დისტანციურად ჩატარება ქიმიაში, ფიზიკასა და ბიოლოგიაში

კონკურსის „ათასწლეულის ინოვაციები 2017–2018“ გამარჯვებული საქართველოში სერვანტესის სახელობის თბილისის გიმნაზი AIA – GESS–ის X-XI კლასელები ანი თეთრაშვილი, თამარ მიქელაძე და ნინი ხუნძაკიშვილი გახდნენ.

მოსწავლეების პროექტი „რობოტი–ლაბორანტი“ 12 გუნდში საუკეთესო გახდა. გოგონები ზაფხულში აშშ–ში, ეროვნულ აეროკოსმოსურ სააგენტოში (NASA) გაემგზავრებიან და კოსმოსური ცენტრის საგანმანათლებლო პროგრამაში მიიღებენ მონაწილეობას.

ნორჩი გამომგონებლები „Sputnik–საქართველოს“ ესაუბრნენ, როგორ და რისთვის გაჩნდა „რობოტი–ლაბორანტის“ შექმნის იდეა.

გიორგი შელეგია და ამირან აფციაური - Sputnik საქართველო
XXI საუკუნის სასწაულები: ქართველი მოსწავლეები მობილურს თავისი ენერგიით მუხტავენ

„პროექტზე დეკემბრიდან აპრილის ჩათვლით ვმუშაობდით. დიდი ხნის წინ გავიგეთ ამ კონკურსის შესახებ და მასში მონაწილეობა გვინდოდა, მაგრამ არ გვყოფნიდა ხან გამოცდილება, ხან ცოდნა, ხან დრო… წელს მივიღეთ კონკურსში მონაწილეობა და კიდევ არ გვჯერა, რომ გავიმარჯვეთ. ყველასთვის, ვინც დაინტერესებულია მეცნიერებით, ფიზიკით, რობოტიკით, „ნასაში“ წასვლა უზარმაზარი ოცნებაა და ჩვენც, რა თქმა უნდა, გამონაკლისი არა ვართ. მივიღებთ უზარმაზარ გამოცდილებას, გავიცნობთ საინტერესო ადამიანებს. ძალიან ვღელავთ გამგზავრების წინ, მაგრამ ეს სასიამოვნო მღელვარებაა“, – აღნიშნა მიქელაძემ.

პროექტის შექმნისკენ მოსწავლეებს უბიძგა საქართველოს სკოლების უმრავლესობაში არსებულმა პრობლემამ – სამეცნიერო ლაბორატორიების არარსებობამ, რომელთა გარეშე ეფექტური განვითარება რთულია.

„მიგვაჩნია, რომ პრობლემის გადაჭრის ერთადერთი გზა დისტანციური სწავლის დანერგვაა. ჩვენი „რობოტი–ლაბორანტი“ სწორედ ამ მიზანს ემსახურება, რომ დაინტერესებულმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებმა, ან მათ, ვინც მაღალმთიან რეგინებში ცხოვრობენ, მიიღონ ცოდნა კვლევების გზით, მთლიანად გაიაზრონ მოვლენის ფიზიკური არსი და ექსპერიმენტატორის ჩვევები ჩამოუყალიბდეთ“, – აღნიშნა მიქელაძემ.

ბაქსვუდი - თბილისის სკოლის მოსწავლეთა დელეგაცია ნიუ-იორკში - Sputnik საქართველო
„აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო დელეგაცია" – ქართველი მოსწავლეების ჯილდო გაეროს შტაბ-ბინაში

პროექტის ინოვაციურობა ისაა, რომ „რობოტი–ლაბორანტის“ მეშვეობით ნებისმიერ მსურველს შეუძლია დისტანციურად ჩაატაროს რეალური ცდა და ექსპერიმენტი ფიზიკაში, ქიმიასა და  ბიოლოგიაში.

„ჩვენი ლაბორატორია ნებისმიერი მოსწავლისთვის იქნება ხელმისაწვდომი. როცა პრობლემა არის, ის უნდა გადაიჭრას. დავიწყეთ ფიქრი, როგორ გაგვეკეთებინა ეს და ჩვენს მენტორთან ერთად შევძელით იდეის სრულყოფა, შემდეგ კი პროექტად გადაქცევა“, – აღნიშნა მიქელაძემ.

„ნასაში“ გამგზავრებამდე გოგონები პროექტის მაქსიმალურად დახვეწას ცდილობენ. ამიტომ ატარებენ ექსპერიმენტებს და გულმოდგინედ მუშაობენ იმაზე, რომ საკუთარი პროექტი კოსმოსურ ცენტრში ღირსეულად წარადგინონ.

ახალგაზრდ გამომგონებლები მეცნიერებით ძალზე დაინტერესებული არიან და საქმიანობის გაგრძელებას სწორედ ამ სფეროში აპირებენ, მაგრამ ამასთან აღნიშნავენ, რომ გოგონები საქართველოში სულ უფრო ხშირად ინტერესდებიან ამ მიმართულებით და შესაძლოა, მალე ვაჟებზე უფრო წარმატებულიც გახდნენ.

ჭკვიანი ბეჭედი - Sputnik საქართველო
„ჭკვიანი“ ბეჭდები საფულის ნაცვლად: ქართველი სტუდენტების გამოგონება

 „რობოტი–ლაბორანტის“ ავტორები დარწმუნებული არიან, რომ ადამიანს მეცნიერებაში და საერთოდ, ნებისმიერ სფეროში წარმატების მიღწევა შეუძლია, თუ ჰყავს კარგი მასწავლებელი, არის ბეჯითი და შრომისმოყვარე.

დღეს გოგონებს ერთი მთავარი მიზანი აქვთ – ოცნებობენ, რომ გამგზავრება „ნასაში“ მათი მეცნიერებად ჩამოყალიბების საწყისი გახდეს.

„კიდევ ვოცნებობთ, რომ საქართველომ მეცნიერების განვითარების კუთხით ისეთ წარმატებას მიაღწიოს, რომ არავინ აღარ წავიდეს საზღვარგარეთ სწავლის ან მუშაობისთვის, როგორც ახლა ხდება. ეს ჩვენი დიდი ოცნებაა“, – აღნიშნა მიქელაძემ.

კონკურსი „ათასწლეულის ინოვაციები" საქართველოში 2014 წლიდან ტარდება. ამ დროის განმავლობაში კონკურსში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 280 გუნდი მონაწილეობდა. კონკურსს მართავს „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი — საქართველო" აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან თანამშრომლობით.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0