„აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო დელეგაცია" – ქართველი მოსწავლეების ჯილდო გაეროს შტაბ-ბინაში

© FB / Sandro Vashakidzeბაქსვუდი - თბილისის სკოლის მოსწავლეთა დელეგაცია ნიუ-იორკში
ბაქსვუდი - თბილისის სკოლის მოსწავლეთა დელეგაცია ნიუ-იორკში - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის ბაქსვუდის სკოლის მოსწავლეებმა აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო დელეგაციის ჯილდო საერთაშორისო ფორუმზე მეორედ მოიპოვეს.

თბილისი, 12 თებერვალი — Sputnik. ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა — თბილისის მოსწავლეთა გუნდი 8-10 თებერვალს ნიუ-იორკში გამართულ გაეროს მოდელირების კონფერენციაზე აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო დელეგაციად აღიარეს.

საერთაშორისო არენაზე ქართველი ბავშვების ამ გამარჯვების შესახებ სოციალურ ქსელ Facebook-ში სკოლის დირექტორმა და დელეგაციის ხელმძღვანელმა არჩილ სუმბაძემ დაწერა.

კონფერენცია გაეროს ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის მიერ იყო ორგანიზებული და მასში მსოფლიოს 70 ქვეყნის 1100 დელეგატი იღებდა მონაწილეობას. საქართველოს სახელით კონფერენციაში 15 ბაქსვუდელი მოსწავლე მონაწილეობდა. მათ შორის შვიდმა — ირაკლი სვანიძემ, რატი ფიფიამ, გიორგი აროშიძემ, ნიკა ვაშაკიძემ, ანზორ გოგობერიშვილმა, სანდრო ჩუმაშვილმა, სანდრო ალადაშვილმა ინდივიდუალური ჯილდოები მიიღეს.

© FB / Archil Sumbadzeბაქსვუდი - თბილისის სკოლის მოსწავლეთა დელეგაცია ნიუ-იორკში
ბაქსვუდი - თბილისის სკოლის მოსწავლეთა დელეგაცია ნიუ-იორკში - Sputnik საქართველო
ბაქსვუდი - თბილისის სკოლის მოსწავლეთა დელეგაცია ნიუ-იორკში

„მე ამ ახალგაზრდა ადამიანებით უკვე ძალიან ვამაყობ. მეამაყება ის, რომ არიან ქართველები, ბაქსვუდელები, ნიჭიერი, მოტივირებული და მიზანდასახული მოზარდები. მათ ამ დღეების განმავლობაში ბევრი იდებატეს, რეზოლუციები წერეს, ქვეყნების კოალიციებს უხელმძღვანელეს, საქართველო ბევრ უცხოელ თანატოლს გააცნეს და ეს ყველაფერი ძალიან მაღალი კონკურენციის პირობებში… რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ მომენტისთვის მათ შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოიყენეს და ამ მთავარი პირობის შესრულებისთვის მინდა თითოეულს დიდი მადლობა გადავუხადო“, — წერს არჩილ სუმბაძე. 

აღსანიშნავია, რომ თბილისის ბაქსვუდის სკოლის მოსწავლეებმა უკვე მეორედ მიიღეს აღნიშნული ჯილდო. შარშან გაეროს შტაბ-ბინაში გამართულ მოდელირებაში 12 ბაქსვუდელი იღებდა მონაწილეობას. 

„ბაქსვუდის“ სკოლის მოსწავლეები - გაეროს მოდელირების კონფერენციის საუკეთესო დელეგაცია აღმოსავლეთ ევროპიდან - Sputnik საქართველო
ქართველი მოსწავლეების უპრეცედენტო გამარჯვება ნიუ-იორკში

გაეროს მოდელირება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საერთაშორისო პროექტია, რომელიც ყოველწლიურად იმართება ნიუ-იორკში და აერთიანებს მოტივირებულ და წარმატებულ ახალგაზრდებს მთელი მსოფლიოდან. მოდელირება ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას მიიღონ ცოდნა საერთაშორისო ორგანიზაციების ფუნქციონირების, პოლიტიკისა და უფლებამოსილების შესახებ. პროექტი კარგი საშუალებაა ასევე სამართლის, საერთაშორისო ურთიერთობების, პოლიტიკური მეცნიერებების, ეკონომიკის, ბავშვთა უფლებების დაცვის, გარემოსდაცვითი თუ სხვა საკითხების შესახებ ცოდნის გასაღრმავებლად. სიმულაციის მსვლელობისას დელეგატები ნაწილდებიან სხვადასხვა სამუშაო ჯგუფებში და განიხილავენ სხვადასხვა აქტუალურ თემებს, მაგალითად, კლიმატის ცვლილება, გარემოსდაცვითი პრობლემები, ბავშვთა უფლებები, უსაფთხოება და ა.შ. 

ყველა ახალი ამბავი
0