ქართველი ნორჩი მათემატიკოსები საერთაშორისო ოლიმპიადაზე ათეულში მოხვდნენ

ბუქარესტში გამართულ ყოველწლიურ საერთაშორისო მათემატიკურ ოლიმპიადაში 24 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა.

თბილისი, 27 თებერვალი — Sputnik. საქართველოს გუნდმა Romanian Master of Mathematics-ის XI საერთაშორისო ოლიმპიადაზე, რომელიც ბუქარესტში 20-25 თებერვლის პერიოდში ჩატარდა, მერვე ადგილი დაიკავა, ნათქვამია ღონისძიების ვებ-გვერდზე.

ქართველი მოსწავლეები საერთაშორისო ოლიმპიადაზე - Sputnik საქართველო
10 მედალი! ქართველი მოსწავლეების ტრიუმფი საერთაშორისო ოლიმპიადაზე

ოლიმპიადაში მონაწილეობის შესაძლებლობა ჰქონდათ 20 წლამდე ასაკის მათემატიკის მოყვარულებს, რომლებიც არც ერთ უმაღლეს სასწავლებელში არ ირიცხებიან. წელს ღონისძიებაში მსოფლიოს 24 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა. საქართველო ოლიმპიადაზე წარადგინეს ნიკა ბირკაძემ, ბაქარ გამეზარდაშვილმა, თეიმურაზ თოლორაიამ და ლუკა მუშკუდიანმა.

გამარჯვებულთა სამეულში შევიდნენ აშშ-ის, კორეისა და სერბეთის წარმომადგენლები. საქართველომ კი, თავის მხრივ, უკან ჩამოიტოვა ისეთი ქვეყნები, როგორიცაა იტალია, დიდი ბრიტანეთი, ბრაზილია, საფრანგეთი და ა.შ.

საერთაშორისო ოლიმპიადა Romanian Master of Mathematics ბუქარესტში ყოველწლიურად ტარდება. პირველი შეჯიბრი, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის ნორჩი მათემატიკოსები მონაწილეობდნენ, 2008 წელს გაიმართა. გასულ წელს საქართველოს ოლიმპიადაში მონაწილეობა არ მიუღია.

ოლიმპიადის პირობების თანახმად, მოსწავლეები ინდივიდუალურ დავალებას ორი დღის განმავლობაში ასრულებენ. თითოეულ ტურში 4,5 საათის განმავლობაში სამი დავალების შესრულებაა აუცილებელი. ოლიმპიადის ამოცანები სასკოლოს არ ჰგავს და შემოქმედებით მიდგომას მოითხოვს. სირთულის დონითა და დავალებების თემატიკით იგი საერთაშორისო მათემატიკურ ოლიმპიადასთან ახლოსაა, შედეგები პირადი და გუნდური ჩათვლებით ჯამდება.

 

ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური