თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. ქართველმა მოსწავლეებმა 4 ოქროს, 3 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს 10-11 კლასელების ყოველწლიურ საერთაშორისო ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში, ფიზიკასა და მათემატიკაში, ნათქვამია საქართველოს განათლების სამინისტროს განცხადებაში.
ქალაქ ალმატიში 10-15 იანვარს გამართულ ჟაუტიკოვის ოლიმპიადაში, რომელშიც 18 ქვეყნის 82-მა გუნდმა მიიღო მონაწილეობა, საქართველოდან თბილისის კომაროვის და ვეკუას, ხოლო ქუთაისიდან რაზმაძის ფიზიკა-მათემატიკური სკოლის გუნდები მონაწილეობდნენ.
ოქროს მედლები დაიმსახურეს: ნიკა ბირკაძემ, რომელმაც სამივე საგანში 600-დან 600 ქულა მოიპოვა (კომაროვის სკოლა), ლუკა მუშკუდიანმა (მათემატიკა - კომაროვი), ბაქარ გამეზარდაშვილმა (მათემატიკა - კომაროვი) და ალექსანდრე მერაბიშვილმა (ფიზიკა - კომაროვი).
ვერცხლის მედლები მიიღეს: ნიკა სალიამ (ინფორმატიკა -ვეკუა), თემურ თოლორაიამ (ინფორმატიკა - კომაროვი) და ლაშა კოროშინაძემ (ფიზიკა - კომაროვი).
ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს: გიორგი ძაძამიამ (ფიზიკა - ვეკუა), დავით ხვედელიძემ (მათემატიკა - კომაროვი) და გიორგი გოგაბერიშვილმა (ფიზიკა - კომაროვი). გარდა ამისა, კომაროვის სკოლის პირველმა გუნდმა მეორე საპრიზო ადგილი მოიპოვა.
ნორჩმა ფიზიკოსმა რომან კოპალიანმა რუსულ შოუში მაყურებლები გააოცა >>
ჟაუტიკოვის სახელობის საერთაშორისო ოლიმპიადა ყაზახეთში 2005 წლიდან ტარდება. კონკურსში მონაწილეობენ სხვადასხვა ქვეყნის გუნდები, რომელშიც მაქსიმუმ შვიდი ადამიანი შედის: მათემატიკაში სამი წარმომადგენელი და ორ-ორი ადამიანი დანარჩენ დისციპლინებში, ასევე ერთი ან ორი მრჩეველი. დავალებები ხელმისაწვდომია რუსულ, ყაზახურ და ინგლისურ ენებზე. შედეგები ჯამდება თითოეული საგნის მიხედვით პირად ჩათვლაში და გუნდურ ჩათვლაში ქულათა საერთო რაოდენობის მიხედვით.