ვინ არის ყველაზე ჭკვიანი? გამოცხადდა საქართველოს სასკოლო ოლიმპიადის რეგისტრაციის ვადები

© FB / Giorgi Kvirikashviliსაერთაშორისო ოლიმპიადების გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია
საერთაშორისო ოლიმპიადების გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია - Sputnik საქართველო
გამოწერა
უფროკლასელებს 12 დღე აქვთ იმისთვის, რომ ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაზე მონაწილეობისთვის დარეგისტრირდნენ.

თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. ქართველი მოსწავლეების რეგისტრაცია ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილეობისთვის დაიწყება 1 ნოემბერს, 10:00 საათზე და დასრულდება 12 ნოემბერს 18:00 საათზე, ნათქვამია გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის განცხადებაში.

ქართველი მოსწავლე მსოფლიოს უჭკვიანესი ბავშვების ოთხეულში მოხვდა>>

ოლიმპიადა წელიწადში ერთხელ მთელი საქართველოს მასშტაბით იმართება ქართულ, სომხურ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე. მასში მონაწილეობა შეუძლიათ X-XII კლასელებს როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლებიდან.

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა სამი ტურისგან შედგება. უკვე ცნობილია პირველი ტურის განრიგი:

17 ნოემბერი - ქართული ენა და ლიტერატურა. ბიოლოგია

18 ნოემბერი - მათემატიკა. გერმანული ენა

24 ნოემბერი - ქიმია. ინგლისური ენა

25 ნოემბერი - ფიზიკა. ისტორია

1 დეკემბერი - ფრანგული ენა. რუსული ენა

2 დეკემბერი - გეოგრაფია

მეორე ტურში გადავლენ მოსწავლეები, რომლებიც პირველი ტურის შედეგად მაქსიმალურ ქულებს (60% და მეტი) დააგროვებენ. მესამე ტურში კი მეორე ტურის გამარჯვებულები გადავლენ.

ქართველი მოსწავლეები მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადიდან ექვსი მედლით დაბრუნდნენ>>

ოლიმპიადის მიზანია ნიჭიერი მოსწავლეების წახალისება, სასწავლო პროცესის სტიმულირება და საერთაშორისო ოლიმპიადებზე გასაგზავნი კანდიდატების გამოვლენა.

საქართველოს განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა საქართველოში 2009 წლიდან იმართება.

 

ყველა ახალი ამბავი
0