კახეთში ბუნებრივი აირის ნამწვით ორი ადამიანი მოიწამლა

© Sputnik / STRINGERსაავადმყოფოს დერეფანი
საავადმყოფოს დერეფანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მაშველები ბინაში სპეციალური ტექნიკის გამოყენებით შევიდნენ.

თბილისი, 27 თებერვალი — Sputnik. თელავში 60 წლამდე ქალბატონი და 17 წლის გოგონა თელავის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის ნამწვით მოწამლვის შედეგად, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ინციდენტი თელავში, კავკასიონის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში გასულ ღამეს მოხდა. როდესაც ბებიამ და შვილიშვილმა თავი შეუძლოდ იგრძნეს, სამაშველო სამსახურში დარეკეს.

ყაზტრანსგაზ თბილისი - Sputnik საქართველო
„ყაზტრანსგაზ თბილისი“: ჩიტის ბუდე წყალგამაცხელებლის მილში და ათამდე მოწამლული ადამიანი

მაშველები ბინაში სპეციალური ტექნიკის გამოყენებით შევიდნენ. ორივე მოწამლული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ექიმის განცხადებით, თავიდან ქალისა და მისი შვილიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ მძიმე იყო, თუმცა ამ დროისთვის ისინი თავს უკეთ გრძნობენ და საავადმყოფოში აგრძელებენ მკურნალობის კურსს.

წინასწარი ინფორმაციით, მხუთავი აირით მოწამლვის მიზეზი არასწორად დამონტაჟებული წყლის გამათბობელი გახდა.

ბოლო პერიოდში ბუნებრივი აირის გაჟონვის თემა საქართველოში საკმაოდ მტკივნეული გახდა. იანვარში თბილისში, დიდ დიღომში ერთ-ერთ მრავალსართულიან კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, ოთხი წლის ბავშვი. ასევე იანვრის ბოლოს ისანში CO-ს დაგროვების შედეგად შვიდი ადამიანი გარდაიცვალა. ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის შემთხვევები დაფიქსირდა საქართველოს სხვადასხვა ქალაქებშიც.

მხოლოდ გასულ კვირაში დედაქალაქში მხუთავი აირით ათი ადამიანი მოიწამლა.

 

ყველა ახალი ამბავი
0