„ყაზტრანსგაზ თბილისი“: ჩიტის ბუდე წყალგამაცხელებლის მილში და ათამდე მოწამლული ადამიანი

© Sputnik / Alexander Imedashviliყაზტრანსგაზ თბილისი
ყაზტრანსგაზ თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გასულ წელს თბილისში საცხოვრებელ ბინებში 70 ათასამდე კუსტარულად დამონტაჟებული, აკრძალული, ღიაკამერიანი გაზგამათბობელი და წყალგამაცხელებელი ჩაიჭრა

თბილისი, 24 თებერვალი - Sputnik. ბინის მეპატრონეების დაუდევრობით გასულ კვირას თბილისში CO-თი ათამდე ადამიანი, მათ შორის, არასრულწლოვანები  მოიწამლნენ, იუწყება  კომპანია „ყაზტრანსგაზ თბილისი“.

კომპანია „ყაზტრანსგაზ თბილისმა“  სამგორის რაიონში ერთ-ერთ  ოჯახში გადაღებული ვიდეოკადრებიც გაავრცელა, სადაც ჩანს, თუ როგორ იღებენ  სპეციალისტები ღიაკამერიან აკრძალული წყალგამაცხელებლის მილიდან ჩიტის ბუდეს. 

 

„ოჯახის წევრები სასწაულად გადაურჩნენ  CO-თი ინტოქსიკაციას, რაც საშიშია ჯანმრთელობისთვის და კლავს. შემოწმებისას „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სპეციალისტებმა აკრძალული წყალგამაცხელებელი ჩაჭრეს და ბინის მფლობელი გააფრთხილეს, რომ სასწრაფოდ ჩაანაცვლოს საშიში დანადგარი დახურული წვის კამერიანი წყალგამაცხელებლით“, -აღნიშნულია განცხადებაში.

კომპანიის ცნობით, გასულ კვირას თბილისში მხუთავი აირით ათამდე ადამიანი მოიწამლა. ყველა მათგანი აკრძალულ და საშიშ ღიაკამერიან გაზგამათბობელს ან წყალგამაცხელებელს მოიხმარდა, რომლებიც „ყაზტრანსგაზ თბილისის“  სპეციალისტებმა უკვე ჩაჭრეს. 

ყაზტრანსგაზი - Sputnik საქართველო
თბილისელებს ქარის დროს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ
 ყაზტრანსგაზ-თბილისი“  მოსახლეობას აფრთხილებს,  სასწრაფოდ ჩახსნან  ღიაკამერიანი წყალგამაცხელებლები და გაზგამათბობლები და მოუწოდებს, ჩაანაცვლონ ისინი დახურულ კამერიანი გაზდანადგარებით.

ბოლო პერიოდში ბუნებრივი აირის გაჟონვის თემა საქართველოში საკმაოდ მტკივნეული გახდა. იანვარში თბილისში, დიდ დიღომში ერთ-ერთ მრავალსართულიან კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, ოთხი წლის ბავშვი. გარდა ამისა, მომდევნო დღეებში ბუნებრივი აირის გაჟონვამ ვარკეთილში ორი მამაკაცი იმსხვერპლა. იანვრის ბოლოს კი ისანში CO-ს დაგროვების შედეგად შვიდი ადამიანი გარდაიცვალა. ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის შემთხვევები დაფიქსირდა საქართველოს სხვადასხვა ქალაქებშიც.

„ყაზტრანსგაზ-თბილისის" განცხადებით, კომპანიის სპეციალისტებმა 2018 წელს თბილისში საცხოვრებელ ბინებში 70 ათასამდე კუსტარულად დამონტაჟებული, აკრძალული, ღია კამერიანი გაზგამათბობელი და წყალგამაცხელებელი ჩაჭრეს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ნათია თურნავას განცხადებით, იგეგმება გაზის მოხმარების უსაფრთხოების გაძლიერება, კერძოდ, გამკაცრდება მოთხოვნები გაზის სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების კვალიფიციური კომპანიების მიერ წარმოების მიმართულებით, ასევე უფრო მეტად დარეგულირდება მოსახლეობის მიერ ინდივიდუალურ საცხოვრებელ ფართებში ბუნებრივი გაზის ქსელის მონტაჟთან და ბუნებრივი გაზის დანადგარების უსაფრთხო მოხმარებასთან დაკავშირებული საკითხები.

ყველა ახალი ამბავი
0