მუსიკალური პროექტი ქართველი ემიგრანტებისთვის, ანუ ბატონო გოგიტა, როგორ ხართ?

გამოწერა
რუბრიკა „ქართველები უცხოეთში“ ამერიკაში მცხოვრებ კომპოზიტორსა და მომღერალს გოგიტა გოგიძეს „შეგახვედრებთ“.

საქართველოში, საშუალო სტატისტიკური მონაცემებით, ალბათ, ყოველი მეხუთე მღერის და ყოველი მეორე სცენაზე ოცნებობს. რა თქმა უნდა, ეს ოცნება მხოლოდ ერთეულებს უსრულდება. წარმოიდგინეთ, რამხელა სტიმული იქნება უცხოეთში მყოფი ქართველისთვის, როდესაც მას ოცნების ასრულების შანსი იქ მიეცემა. ამერიკაში ჩასულმა კომპოზიტორმა გოგიტა გოგიძემ გადაწყვიტა თავისი პროექტი განეხორციელებინა და ქართველი ემიგრანტებისთვის ჩაეტარებინა კონცერტები, რომელშიც ყველა მსურველი შეძლებდა მონაწილეობის მიღებას. პროექტის მეოთხე სეზონი 7-11 მაისს გაიმართება.

© photo: courtesy of Gogita Gogidzeგოგიტა გოგიძე
მუსიკალური პროექტი ქართველი ემიგრანტებისთვის, ანუ ბატონო გოგიტა, როგორ ხართ? - Sputnik საქართველო
გოგიტა გოგიძე

მუსიკალური განათლება საქართველოში მიიღო. სიმღერების წერა გვიან დაიწყო. პირველი სიმღერა, რომელიც მისი სავიზიტო ბარათიც გახდა, იყო „ღამე, მე და შენ“. მისმა სიმღერამ კი „არ წახვიდე“ ძალიან მოკლე დროში მიაღწია სენსაციურ პოპულარობას და თავიდანვე რვა მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა. 

დღეს უკვე 30-მდე სიმღერის ავტორია, აქედან ათი მათგანი ამერიკაში ბოლო ერთ წელიწადში დაწერა. 11 მაისს გოგიტა გოგიძის აუდიოალბომის პრეზენტაცია შედგება. ჩვენ მას ნიუ-იორკში დავუკავშირდით.

– ბატონო გოგიტა, როგორი იყო გზა, რომელმაც მუსიკამდე მიგიყვანათ?

– მუსიკა უკვე შვიდი წლიდან გახდა ჩემი ცხოვრების ნაწილი. ამ ასაკიდან დაიწყო ჩემი მუსიკალური განათლება. დავამთავრე მუსიკალური ათწლედის ფორტეპიანოს კლასი. შემდეგ მუსიკალური სასწავლებელი ვოკალის მიმართულებით, მოგვიანებით კი კონსერვატორია სიმღერის სპეციალობით. ეს რაც შეეხება ჩემ მუსიკალურ განათლებას. ჩემი პირველი სასცენო ნათლობა მოხდა 15 წლის ასაკში, როცა მრავალრიცხოვანი აუდიტორიის წინაშე გამოვედი და მას შემდეგ ეს სიამოვნება დღემდე გრძელდება.

– ამჟამად ამერიკაში ხართ, სადაც ემიგრანტებისთვის მუსიკალურ კონკურსს ატარებთ...

– დიახ, ამერიკაში ინიციატორი ვარ მიმდინარე პროექტის „მიმღერე რამე“, მაგრამ ეს არ არის კონკურსი. ეს არის კონცერტი, სადაც ყველას ექნება შესაძლებლობა, რომ აიხდინოს დიდი ხნის ოცნება – დადგეს სცენაზე და იმღეროს. მე მათ ყველაფერში ვეხმარები და მიხარია, რომ ამ პროექტმა ბევრ ემიგრანტს დამამეგობრა და დამაახლოვა.

© photo: courtesy of Gogita Gogidzeქართველ მომღერლებთან ერთად
მუსიკალური პროექტი ქართველი ემიგრანტებისთვის, ანუ ბატონო გოგიტა, როგორ ხართ? - Sputnik საქართველო
ქართველ მომღერლებთან ერთად

– ეს, რა თქმა უნდა, გარკვეული სტიმულია მათთვის, რამდენმა გამოთქვა მასში მონაწილეობის სურვილი?

– 7-11 მაისს ამ პროექტის მეოთხე სეზონი იქნება. გასულ წელს სამმა სეზონმა დიდი წარმატებით ჩაიარა. ახალ სეზონში ბევრი სიახლე და სიურპრიზი იგეგმება. რამდენიმე საინტერესო პროექტი კიდევ მაქვს, მაგრამ, მოდით, როცა სტარტს ავიღებთ, ამის შესახებ მერე გაგანდობთ.

© photo: courtesy of Gogita Gogidzeპროექტისთვსი მზადების დროს
მუსიკალური პროექტი ქართველი ემიგრანტებისთვის, ანუ ბატონო გოგიტა, როგორ ხართ? - Sputnik საქართველო
პროექტისთვსი მზადების დროს

– ალბათ ბედის ირონიით თქვენი სიმღერებიდან ერთმა პოპულარობა კურიოზული ვიდეოს შემდეგ მოიპოვა, თუ იცნობთ ამ პიროვნებას?

– ამ სიმღერის პრემიერა 2017 წლის 10 ნოემბერს, ჩემ დაბადების დღეზე რადიო „არ დაიდარდოში“ შედგა. ივნისის თვით მონაცემებით მას უკვე ჰქონდა რვა მილიონი ნახვა. სოციალურ ქსელებში გავრცელებული იმ ცნობილი ფრაზის „როგორ ხარ?“ შემდეგ, რაც სიმღერის ფონზე მეორდებოდა, დიდი სისწრაფით იმატა იმ ადამიანების რიცხვმა, ვინც დაინტერესდა, რომ სიმღერა ორიგინალში მოესმინა. მოკლედ, ხალხმა ეს სიმღერა მართლა შეიყვარა.

მარი არღუთაშვილი - Sputnik საქართველო
როგორ ხართ? – ცნობილი მოკითხვის ავტორის ცხოვრება, თეატრი, წითელი ჯვარი და ედრიენ ბროუდი

– წარმომიდგენია, როგორ მოგაბეზრეს თავი კითხვით – „როგორ ხარ“, მაგრამ თქვენ გეყოთ იუმორი და ამერიკაში გადაღებული ამ სიმღერის კლიპი სწორედ ამ კითხვით დაიწყეთ...

– რაც შეეხება კითხვას „როგორ ხარ“, როცა განგება რაღაც ნიშანს გაძლევს, ის ოსტატურად და მაშინვე უნდა გამოიყენო, ამიტომაც დავიწყე ამერიკაში ჩაწერილი სიმღერა ამ კითხვით. მგონი, ამ კითხვაზე პასუხით ერთხელ და სამუდამოდ დავაწყნარე ჩემი ჯანმრთელობით აფორიაქებული ყველა მსმენელი.

– აქამდე თუ გიცხოვრიათ ემიგრაციაში?

– ემიგრაციაში არასოდეს მიცხოვრია, თუმცა ბევრგან ვარ ნამყოფი. არც ახლა ვაპირებდი, მაგრამ ცხოვრებამ მოიტანა და მიკარნახა, რა გზით წავსულიყავი. სიმართლე გითხრათ, ემიგრანტად თავს მაინც და მაინც არ ვგრძნობ, რადგან გვერდით ჩემი ოჯახი მყავს სრული შემადგენლობით, ვაკეთებ საყვარელ საქმეს და სამომავლოდ მაქვს დიდი გეგმები. მეჩვენება, რომ ქართულ საქმეს აქ, ამერიკაში უფრო მეტი ფასი და, შესაბამისად, მეტი რეზონანსი აქვს. ვეცდები ჩემი ქვეყნის კულტურულ-საგანმანათლებლო განვითარების საქმეში ჩემი წვლილი შევიტანო. სამშობლო ჩემი სახლია, სადაც დავიბადე და გავიზარდე, ჩემი უბანია, სადაც ბავშვობა გავატარე, სამშობლო – ჩემი მეგობრებია, რომლებიც ძალიან მიყვარს და რომლებსაც ძალიან ვუყვარვარ, სამშობლო ჩემი მშობლების და გამზრდელი ბებიის საფლავებია, ყველაფერია, რამაც აქამდე მომიყვანა... 

ყველა ახალი ამბავი
0