საქართველოს ტერიტორიულ წყლებში უჩვეულო ზომის ზვიგენი იპოვეს

© National Environmental Agency / FB კატრანი ზვიგენი, რომელიც შავ ზღვაში გაუშვეს
კატრანი ზვიგენი, რომელიც შავ ზღვაში გაუშვეს - Sputnik საქართველო
გამოწერა
შავ ზღვაზე ექსპედიციის დროს 1,5 მეტრი სიგრძის ზვიგენი კატრანი იპოვეს

თბილისი, 27 თებერვალი — Sputnik. გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა პირველ წლევანდელ ექსპედიციაში შავი ზღვისთვის იშვიათად მსხვილი ზვიგენი - კატრანი აღმოაჩინეს, ნათქვამია სააგენტოს Facebook-გვერდზე.

ამ ზვიგენის სიგრძე 1,5 მეტრს აღწევდა. კატრანის მამრების სიგრძე კი ჩვეულებრივად 60-90 სმ აღწევს, ხოლო მდედრების - 75-105 სმ.

„შავ ზღვაში ბინადრობს ზვიგენის სახეობა კატრანი. დანარჩენი სახეობები ერთეული ეგზემპლარების სახით გვხვდება. ადრე კატრანებს სამრეწველო მიზნით იჭერდნენ, დღეს კი ისინი იმდენად იშვიათად გვხვდებიან, რომ სპეციალისტების თვალსაზრისით, ეს სახეობა წითელ წიგნში უნდა შეიტანონ. მით უმეტესს, ბოლო წლებში მსგავსი მსხვილი ეგზემპლარები - დიდი იშვიათობაა“, - განმარტა მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსმა არჩილ გუჩმანიძემ.

ბათუმის პორტი - Sputnik საქართველო
საქართველოში თევზის რესურსებს სამეცნიერო-კვლევითი გემი შეისწავლის

საბოლოო ჯამში ზვიგენი ზღვაში გაუშვეს.

„ექსპედიციის ფარგლებში შეგროვდა მასალა და ინფორმაცია საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს მიმდინარე პერიოდის თევზების ბიომრავალფეროვნების და მარაგების შესახებ. აღებული მასალა და სინჯების დამუშავება მარტის თვის ბოლომდე დასრულდება“, - ნათქვამია განცხადებაში.

ასევე წარმოებდა დაკვირვებები ზღვის ძუძუმწოვრებზე.

შავ ზღვაში 2500 სახეობის ცხოველი ბინადრობს. აქედან 500 სახეობის ერთუჯრედიანი, 160 სახეობის ხერხემლიანი (თევზები და ძუძუმწოვრები), 500 სახეობის კიბოსნაირნი, 200 სახეობის მოლუსკი. დანარჩენები - სხვადასხვა სახეობის უხერხემლოები.

შავი ზღვის ზვიგენები ადამიანებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენენ. ამ წყლებში ბინადრობს მხოლოდ ოთხი სახეობა: კატრანი (ქიცვიანი ზვიგენი), მცირე კატრანი, ჩაქუჩა ზვიგენი და ძაღლისებრი ზვიგენი, განმარტა გუჩმანიძემ.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0