საქართველოში თევზის რესურსებს სამეცნიერო-კვლევითი გემი შეისწავლის

© Sputnik / Alexander Imedashviliბათუმის პორტი
ბათუმის პორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბოლო კვლევა, რომელიც 1995-2001 წლებში ჩატარდა, სრულყოფილი არ იყო.

თბილისი, 19 დეკემბერი — Sputnik. საქართველოში პირველად გამოჩნდება სამეცნიერო-კვლევითი გემი, რომელიც ქვეყანაში თევზის რესურსებს შეისწავლის, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

სამეცნიერო კვლევების ფარგლებში შესწავლილი იქნება საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს სარეწაო რესურსების პოტენციალი, რაც ხელს შეუწყობს შავ ზღვაში თევზების კვოტირების განსაზღვრას, სწორ სარეწაო პროგნოზირებას და მეთევზეობის განვითარებას.

 Island-ის კლასის საპატრულო ხომალდი - Sputnik საქართველო
საქართველოს ფლოტს ორი ახალი ხომალდი შეემატა

აკუსტიკური კვლევით თევზების რაოდენობის განსაზღვრა საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე სპეციალიზებული სამეცნიერო-კვლევითი გემის და თანამედროვე აღჭურვილობის საშუალებით განხორციელდება.

გემზე სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებს უცხოელ მეცნიერებთან ერთად გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის სპეციალისტები განახორციელებენ.

კვლევები საქართველოში ხმელთაშუა ზღვის თევზჭერის გენერალური კომისიის პროექტის (Blacksea4fish) ფარგლებში ჩატარდება.

აღსანიშნავია, რომ 1995 წლიდან 2001 წლამდე საქართველოში აკუსტიკურ კვლევას უკრაინული სამეცნიერო გემი ახორციელებდა, მაგრამ ჩატარებული კვლევები სრულყოფილი არ იყო, რაც მნიშვნელოვნად აისახებოდა რესურსების შეფასებაზე და, შესაბამისად, დარგის მართვის ეფექტიანობაზე.

შავ ზღვაში თევზის 200-მდე სახეობა ბინადრობს.

 

ყველა ახალი ამბავი
0