საქართველოს ფლოტს ორი ახალი ხომალდი შეემატა

© FB / Ministry of Internal Affairs of Georgia Island-ის კლასის საპატრულო ხომალდი
 Island-ის კლასის საპატრულო ხომალდი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კატარღების გადმოცემა სანაპირო დაცვის 20 წლის იუბილეს დაემთხვა

თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვამ მიიღო Island-ის კლასის ორი საპატრულო ხომალდი „ოჩამჩირე“ და „დიოსკურია“, ნათქვამია უწყების ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველო ორი ხომალდის გადმოცემას 2016 წლიდან ელოდა. კატარღების გადმოცემის საზეიმო ცერემონია ფოთში სანაპირო დაცვის ბაზაზე გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი და სხვა სტუმრები.

„შავი ზღვა მსოფლიო უსაფრთხოების არქიტექტურაში აუცილებლად შეასრულებს განსაკუთრებულ როლს. მოხარული ვართ, რომ ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებს კარგად ესმით შავი ზღვის რეგიონისა და ჩვენი ქვეყნის როლი მსოფლიო უსაფრთხოების არქიტექტურაში“, - განაცხადა  ბახტაძემ.

ახალი ხომალდების ეკიპაჟის წევრებმა გადამზადების 10-კვირიანი პროგრამა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ბალტიმორის სანაპირო დაცვის ბაზაზე გაიარეს.

შტორმი ბათუმში - Sputnik საქართველო
ნარკოტიკებთან ბრძოლა მარტივდება – საქართველო Island–ის კლასის ორ კატარღებს მიიღებს

„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო: ხომალდების - „ოჩამჩირეს“ და „დიოსკურიას“ პირად შემადგენლობას ვულოცავთ ამ დღეს და გისურვებთ, რომ დღეიდან თქვენი ღირსეული წვლილი შეიტანოთ საქართველოს და ნატოს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაში, ამ ქვეყნის თავისუფლებისა და ერთიანობის განმტკიცებაში", - განაცხადა გახარიამ.

სანაპირო დაცვის 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით სანაპირო დაცვის 10 თანამშრომელი სამკერდე ნიშნით დაჯილდოვდა. ხომალდების გადმოცემის პროცესში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მინისტრის მადლობის სიგელები გადაეცათ აშშ-ს სანაპირო დაცვის და საელჩოს თავდაცვის მიმართულების მენეჯერებს.

ვერტმფრენი ხიდად - სასაზღვრო პოლიცია თუშეთის მოსახლეობას ეხმარება >>

Island-ის კლასის კატარღებს 1980-იანი წლებიდან აწარმოებენ. ისინი, ძირითადად, არალეგალებთან და ზღვაში უკანონოდ ნარკოტიკების გადამზიდავების წინააღმდეგ საბრძოლველადაა გათვლილი. კატარღები უზრუნველყოფენ პორტების უსაფრთხოებას და მონაწილეობენ სამძებრო-სამაშველო ოპერაციებში.

ხომალდის სიგრძე 100 ფუტია, სიფართე —21 ფუტი, წყალწყვა —154 ტონა, ხოლო ეკიპაჟი — 16 ადამიანი.

ყველა ახალი ამბავი
0