ციანიდის საქმე: საპატრიარქო პროკურატურას გამონაკლისის დაშვებას სთხოვს

© photo: Sputnik / Levan Avlabreliსაქართველოს საპატრიარქო
საქართველოს საპატრიარქო - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს საპატრიარქომ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე განცხადება გაავრცელა

თბილისი, 26 თებერვალი - Sputnik. საქართველოს საპატრიარქომ მოუწოდა პროკურატურას დაუშვას გამონაკლისი და გაასაჯაროვოს დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის მასალები, რომელიც კათოლიკოს-პატრიარქ მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებისთვის არის მსჯავრდებული.

დეკანოზი გიორგი მამალაძე საავადმყოფოდან პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს >>

გიორგი მამალაძის დაკავება ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული საქმე გახდა საქართველოს უახლეს ისტორიაში. თბილისის საქალაქო სასამართლომ მამალაძეს 9-წლიანი პატიმრობა 2017 წლის სექტემბერში შეუფარდა, ხოლო სააპელაციო სასამართლომ 2018 წლის 13 თებერვალს ეს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. 2018 წლის აგვისტოში უზენაესმა სასამართლომ საჩივრის განხილვაზე უარი თქვა და ამით წინა ინსტანციების გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

„სასურველია, გამოძიების მასალების გასაჯაროება, რათა თავიდან იქნას აცილებული რაიმე გაუგებრობა. მითუმეტეს, რომ, მართალია, ძიების პროცესში საქართველოს საპატრიარქო მხარე არ ყოფილა, მაგრამ განვითარებული მოვლენები მას უშუალოდ დაუკავშირდა. იმედია, შესაბამისი კომპეტენტური ორგანოები გაითვალისწინებენ შექმნილ ვითარებას და, გამონაკლისის სახით, ამ ნაბიჯს გადადგამენ“, - ნათქვამია საპატრიარქოს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

საპატრიარქო - Sputnik საქართველო
„ეს ეკლესიაზე ზეწოლის თანამედროვე სახეა"

საპატრიარქოს ასევე მიაჩნია, რომ აუცილებელია სკანდალური წერილის გასაჯაროება. 2017 წლის თებერვალში ტელეკომპანია Rustavi2-მა გაასაჯაროვა წერილი, რომელშიც საუბარი იყო ეკლესიის წიაღში არსებულ კორუფციაზე. ტელეარხის მონაცემებით, ეს არის მამალაძის წერილი, რომლის ადრესატია კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე. წერილის აუთენტურობა დადგენილი არ არის.

„პატიმრობაში მყოფმა ეს და სხვა დოკუმენტებიც სჯობს გამოაქვეყნოს, რათა ყველამ გაიგოს, რა ბრალდებებზეა საუბარი და ხალხს არ დარჩეს განცდა იმისა, თითქოს, ჩვენი მხრიდან, მისი გათავისუფლების თხოვნა რაღაცის გაუთქმელობის ფასად შეიძლება მოხდეს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

კათოლიკოს-პატრიარქსა და საპატრიარქოს შეწყალების თხოვნით არაერთხელ მიმართა თავად მამალაძემ, ასევე მისმა ადვოკატებმა, მაგრამ ამ მოთხოვნას მუდმივად პარალელურად თან ახლდა დეზინფორმაცია, ცილისწამება, მუქარა, ნათქვამია განცხადებაში.

საპატრიარქოსთან მიმდინარე აქციაზე დეკანოზ გიორგი მამალაძის გათავისუფლება მოითხოვეს >>

„ასეთი, ერთი შეხედვით, არალოგიკური მოქმედება, ბუნებრივია, ბადებს ეჭვს იმისა, რომ განვითარებულ მოვლენებს აქვს მიზანმიმართული ხასიათი და ადვოკატებიც და დეკანოზის თანამდგომნიც, სინამდვილეში, პატიმრის ინტერესებს კი არ იცავენ, არამედ მის საქმეს იყენებენ ეკლესიის წინააღმდეგ ადრე დაწყებული კამპანიის გასაგრძელებლად“, - აღნიშნულია განცხადებაში.

საპატრიარქოში ასევე აღნიშნავენ, რომ ამ აზრს ამყარებს ის გარემოებაც, რომ მიმდინარე პროცესებში მონაწილეობას, ძირითადად, ის ადამიანები იღებენ, რომლებიც ხშირად უპირისპირდებიან ეკლესიას და ყოველთვის ეძებენ მიზეზებს მისი დისკრედიტაციისათვის.

სტრასბურგის სასამართლო - Sputnik საქართველო
გიორგი მამალაძემ სტრასბურგის სასამართლოს სარჩელით მიმართა

„სამწუხაროდ, მამა გიორგიც და მისი ოჯახის წევრებიც ამ მიუღებელი მეთოდების თანამონაწილენი აღმოჩნდნენ და ეკლესიასთან მიმართებაში არ მოერიდნენ თავდაცვის მექანიზმად შანტაჟის გამოყენებას, რითაც ხელი შეუწყვეს თავისივე თავის საწინააღმდეგო მდგომარეობის შექმნას“, - ნათქვამია განცხადებაში.

საპატრიარქომ მკაფიოდ განმარტა, რა შემთხვევებში მიმართავს ის ხელისუფლებას პატიმრის შეწყალების თხოვნით.

„რეალურად კი, ყველამ კარგად იცის, რომ საქართველოს საპატრიარქო შუამდგომლობას აღძრავს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მსჯავრდებული ითხოვს შენდობას და აღიარებს თავის წილ დანაშაულს. ეს პრინციპი, რა თქმა უნდა, კვლავაც ძალაშია“, - ხაზგასმულია განცხადებაში.

მანამდე საქართველოს საპატრიარქომ დეკანოზის ძმის, თორნიკე მამალაძის საპროტესტო აქციას მიუღებელი უწოდა. თებერვლის დასაწყისში მან საპატრიარქოს შენობის წინ კარავი გაშალა და დეკანოზის ჯანმრთელობის გაუარესების გამო მისი ზიარება მოითხოვა.

„ციანიდის საქმემ“ საკონსტიტუციო სასამართლოს მიაღწია >>

მამალაძე ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში 17 თებერვალს მოხვდა. ექიმებმა მსჯავრდებულს შემდეგი დიაგნოზი დაუსვეს: ჰიპერტონიული კრიზი, რომელიც არტერიული წნევის მომატებით იყო გამოწვეული და ტვინის ტრანზიტორული ტიპის იშემიური შეტევა (თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მწვავე დარღვევა). ერთ კვირაში გაირკვა, რომ მამალაძეს აღენიშნება დისოციატიური მოტორული აშლილობა და ის კვლავ საპატიმროში დააბრუნეს.

ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში დარწმუნებულნი არიან, რომ ციხის საავადმყოფოს ექიმები მამალაძეს მათი რეკომენდაციების მიხედვით უმკურნალებენ.

საქმის დეტალები

დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს, საიდანაც ის გერმანიაში უნდა გაფრენილიყო. მამალაძეს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის.

ყოფილი დეკანოზის ადვოკატებმა, აგრეთვე საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა გამოძიებას უნდობლობა გამოუცხადეს. ადვოკატები დარწმუნებული იყვნენ, რომ საქმესთან დაკავშირებულ სიმართლეს საზოგადოება სასამართლოზე შეიტყობდა, თუმცა პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ყველა სასამართლო მოსმენა დახურული იყო.

მაშინ პროკურატურამ ეს იმით ახსნა, რომ საქმეს ერთვოდა ბრალდებულის მობილური ტელეფონიდან მოპოვებული ინფორმაცია, რომელიც ყოფილი დეკანოზის ინტიმური ცხოვრების დეტალებს შეიცავდა და მათი გავრცელება ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას დააზარალებდა.

ყველა ახალი ამბავი
0