„ეს ეკლესიაზე ზეწოლის თანამედროვე სახეა"

გამოწერა
იმ მღვდელმსახურმა, რომელიც ბრალდებულ გიორგი მამალაძის ზიარებას გადაწყვეტს, პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე უნდა აიღოს

თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. საპატრიარქომ კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებისთვის გასამართლებულ დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმის, თორნიკე მამალაძის საპროტესტო აქციას მიუღებელი უწოდა.

© Sputnik / Vladimir Umikashviliთორნიკე მამალაძე
„ეს ეკლესიაზე ზეწოლის თანამედროვე სახეა - Sputnik საქართველო
თორნიკე მამალაძე

თორნიკე მამალაძემ დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მისი ზიარების მოთხოვნით საპატრიარქოს შენობის წინ კარავი გაშალა. 2017 წლის სექტემბერში თბილისის საქალაქო სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს მკვლელობის მცდელობისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის 9 წლით პატიმრობა მიუსაჯა. 2018 წლის თებერვალში სააპელაციო სასამართლომ განაჩენი ძალაში დატოვა.

„ა.წ. 4 თებერვალს თორნიკე მამალაძის მიერ საქართველოს საპატრიარქოს მიმდებარე ტერიტორიაზე კარვის დადგმამ იმ მოთხოვნით, რომ მისი ძმა, დეკანოზი გიორგი მამალაძე აზიარონ, საერთოდ, საერო ხასიათი და ეკლესიაზე ზეწოლის თანამედროვე სახე შესძინა ამ საქმეს, რაც, რა თქმა უნდა, მიუღებლად მიგვაჩნია", - ნათქვამია საპატრიარქოს ვებგერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

გიორგი მამალაძის ოჯახის წევრებმა დეკანოზის ზიარება მოითხოვეს>>>

ამასთან აღნიშნულია, რომ მსჯავრდებულ მამალაძეს შეუძლია ზიარება მიიღოს.

© Sputnik / Vladimir Umikashviliსაქართველოს საპატრიარქოს შენობასთან დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახი აქციას მართავს
„ეს ეკლესიაზე ზეწოლის თანამედროვე სახეა - Sputnik საქართველო
საქართველოს საპატრიარქოს შენობასთან დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახი აქციას მართავს

„ვინაიდან დეკანოზი გიორგი თვლის, რომ იგი მართალია და ითხოვს ზიარებას, ხოლო სასამართლო მას დამნაშავედ აცხადებს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება: ნებისმიერ მღვდელმსახურს, რომელსაც მიაჩნია, რომ აღნიშნული პიროვნების ზიარება არის შესაძლებელი, შეუძლია ეს განახორციელოს, თუმცა ეს იქნება ამ სასულიერო პირის პირადი გადაწყვეტილება და პირადი პასუხისმგებლობა", - ნათქვამია განცხადებაში.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს, საიდანაც ის გერმანიაში უნდა გაფრენილიყო. მაშინ გერმანიაში სამკურნალოდ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე იმყოფებოდა, რომელსაც სხვებთან ერთად პატრიარქის მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილიც ახლდა. სამართალდამცველებმა დეკანოზის ბარგში ნატრიუმის ციანიდი, ხოლო სახლში კუსტარულად დამზადებული ცეცხლსასროლი იარაღი და ექვსი ვაზნა იპოვეს.

 

ყველა ახალი ამბავი
0