„შეტევა ეროვნულ ბანკზე“ „თიბისი ბანკის“ გამო, ანუ რატომ ჩაიშალა პარლამენტის სხდომა

© Sputnik / Alexander Imedashvili TBC bank-ის მთავარი შენობა
 TBC bank-ის მთავარი შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოპოზიცია და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ერთი საათი კამათობდნენ პარლამენტში იმის შესახებ, უნდა უპასუხოს თუ არა მან შეკითხვებს „თიბისი ბანკის“ შესახებ.

თბილისი, 26 თებერვალი – Sputnik. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის საპარლამენტო კომიტეტის სხდომა, რომელზეც ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კობა გვენეტაძეს „თიბისი ბანკის“ ირგვლივ შექმნილ სიტუაციაზე უნდა ესაუბრა, ჩაიშალა.

TBC Bank-ი ეროვნული ბანკის წინააღმდეგ სასამართლო დავას წყვეტს >>

TBC Bank საზოგადოების ყურადღების ცენტრში იანვრის დასაწყისში მოექცა, ანუ იმ დროიდან, რაც ცნობილი გახდა, რომ პროკურატურა ბანკის 2008 წლის ერთ-ერთ ოპერაციას სწავლობს ფულის გათეთრების შესაძლო ნიშნების გამო. თებერვლის შუა რიცხვებში ეროვნულმა ბანკმა TBC-ს დამფუძნებელსა და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს მამუკა ხაზარაძეს და მის მოადგილეს ბადრი ჯაფარიძეს ხელმოწერის უფლება ჩამოართვა, რაც 2007-2008 წლების ტრანზაქციებს დაუკავშირა. ამ საქმეში ეროვნულმა ბანკმა ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევა დაინახა.

Мамука Хазарадзе - Sputnik საქართველო
მამუკა ხაზარაძე TBC ბანკს ტოვებს

კონფლიქტი გასულ კვირაში დარეგულირდა, როდესაც TBC Bank Group PLC-ის სამეთვალყურეო საბჭომ ლონდონში მიიღო გადაწყვეტილება ეროვნულ ბანკთან სამართლებრივი დავის შეჩერებისა და ეროვნული ბანკისთვის 1 მილიონი ლარის ჯარიმის გადახდის შესახებ – ბანკის, მისი აქციონერებისა და მეანაბრეების ინტერესებიდან გამომდინარე. გარდა ამისა, მიღებულია გადაწყვეტილება ბანკის სამეთვალყურეო საბჭოდან ხაზარაძისა და ჯაფარიძის გაწვევის შესახებ.

მომხდარით აღშფოთებულმა ოპოზიციამ, კერძოდ კი საპარლამენტო უმცირესობის წევრებმა პარლამენტში დაიბარეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, რათა მას ყველა მათ კითხვაზე გაეცა პასუხი.

კომიტეტის სხდომის დასაწყისში გვენეტაძემ განაცხადა, რომ არ სურდა ამ თემაზე საუბარი, რადგან ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების დეტალების საჯარო განხილვამ, შესაძლოა, კომერციულ ბანკს ზიანი მოუტანოს.

„რეგულატორის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ასე განხილვა და კითხვის ნიშნის ქვეშ დასმა არის რეგულატორის დამოუკიდებლობაზე იერიშის მიტანა და ეს არის გავლენის მოხდენის მცდელობა რეგულატორზე“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

გვენეტაძის პოზიცია ოპოზიციისთვის კატეგორიულად მიუღებელი აღმოჩნდა. ოპონენტები დაჟინებით მოითხოვდნენ მისგან, მათ შეკითხვებზე გაეცა პასუხი.

რა მიზანი აქვს „თიბისი ბანკის“ დამაარსებელს >>

„თქვენ ვერ ხვდებით სად იმყოფებით ახლა?! იმყოფებით ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო და წარმომადგენლობით ორგანოში და ესაუბრებით ხალხის მიერ არჩეულ წარმომადგენლებს, რომლებიც ცდილობენ გაერკვიონ, რა ხდება ჩვენ სახელმწიფოში... მადლობა გვითხარით, რომ შესაძლებლობას გაძლევთ, საჯაროდ აუხსნათ საზოგადოებას, რა ხდება ჩვენს თავს. საზოგადოებას ნუ შეიყვანთ შეცდომაში, რომ ფორმატი არ გაძლევთ შესაძლებლობას, გასცეთ პასუხი ჩვენ ძალიან მწვავე შეკითხვებს“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა.

ანაკლიის პორტის მშენებლობა - Sputnik საქართველო
პრობლემები, რომელიც ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტს უკავშირდება

საბოლოო ჯამში ეროვნული ბანკის პრეზიდენტს მხარი დაუჭირა დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ. ოპოზიციონერ დეპუტატებსა და მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლებს შორის გამართული ერთსაათიანი კამათის შემდეგ კაკულიამ სხდომის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.

ამ გადაწყვეტილებამ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე აღაშფოთა.

„დღევანდელი მსჯელობა სწორედ იმიტომ იყო მოწვეული, რომ გაგვეკეთებინა განმარტებები და დაწყნარებულიყო ეს სიტუაცია. მედიას, საზოგადოებას და დეპუტატებს უნდა გაერკვიათ, თუ რა მოხდა რეალურად. ჩვენ ვართ ორკესტრირებული შეტევის მსხვერპლი. იძულებითი ნაბიჯი გადავდგით, რომ დაგვეტოვებინა ბანკი... კატეგორიულად არ ვეთანხმები ეროვნული ბანკის განცხადებას, რომ ჩვენ გამოსვლას ზიანის მოტანა შეეძლო“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მისი თქმით, საუბარია არა ჯაფარიძის ან მის შესახებ, არამედ საქართველოს რეპუტაციაზე.

პასუხები პრეტენზიებზე - რა ხდება ანაკლიის პორტის მშენებლობის ირგვლივ? >>

ჯაფარიძემ, თავის მხრივ, იმ ზიანის შესახებ ისაუბრა, რაც ბანკს პროკურატურის განცხადებამ მიაყენა.

„პროკურატურის მიერ განცხადებამ ფულის გათეთრების შესახებ საქმის აღძვრაზე დიდი ზიანი მიაყენა არა მხოლოდ კონკრეტულ ინსტიტუტს, არამედ ქვეყანას იმის გამო, რომ იმ ტრანზაქციებს, რომელზეც საუბარია, არანაირი კავშირი არ აქვს და ვერ ექნება ფულის გათეთრებასთან“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

TBC Bank – საქართველოს უმსხვილესი ბანკია, რომლის წმინდა მოგებამ 2018 წელს ქვეყნის 15 კომერციული ბანკების საერთო მოგების 39% შეადგინა.

ყველა ახალი ამბავი
0