ამერიკული AF&Co: ქართული კერძები – წლის სამზარეულო, ხოლო აჭარული ხაჭაპური – წლის კერძი

© courtesy of Funicular Complexაჭარული ხაჭაპური
აჭარული ხაჭაპური - Sputnik საქართველო
გამოწერა
აჭარული ხაჭაპური წლის კერძად თავისი გემოს, ასევე ინსტაგრამზე ხშირი პოსტების წყალობით დასახელდა.

თბილისი, 20 თებერვალი – Sputnik. ამერიკული AF&Co, რომელიც რესტორნისა და მასპინძლობის სფეროს წამყვანი კომპანიაა, 2019 წლის ტენდენციებში ქართულ კერძებს წლის სამზარეულოდ ასახელებს, ხოლო აჭარულ ხაჭაპურს – წლის კერძად, იუწყება აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი.

ხაჭაპური - Sputnik საქართველო
BBC პიცის ქართველ „ნათესავზე“: ხაჭაპურს ბედნიერი ადამიანები აცხობენ

„აჭარული ხაჭაპური წლის კერძად თავისი გემოს – ყველისა და კვერცხის ნაზავის, ასევე ინსტაგრამზე ხშირი პოსტების წყალობით დასახელდა“, – აღნიშნულია დეპარტამენტის განცხადებაში.

ეს ხაჭაპურის მორიგი წარმატებაა საერთაშორისო არენაზე. ის სულ უფრო პოპულარული საკვები ხდება მსოფლიოში. ხაჭაპურსა და ქართულ კერძებს სტატიებს უძღვნიან ისეთი სახელგანთქმული გამოცემები, როგორიცაა Ny.eater, Forbes, The Guardian, New York Times, BBC.

წელს ხაჭაპურის ტრადიციას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

ყველა ახალი ამბავი
0