ქართული სამზარეულოს რომელ კერძს სთავაზობს New York Times-ი

© Sputnik / Alexander Imedashviliსადღესასწაულო სუფრა
სადღესასწაულო სუფრა - Sputnik საქართველო
გამოწერა
New York Times-ის ჟურნალისტმა საქართველოში ნამყოფი მეგობრის რეცეპტით ქართული კერძი მოამზადა

თბილისი, 19 თებერვალი — Sputnik. ცნობილმა ამერიკულმა ყოველკვირეულმა გამოცემა New York Times-მა ქართული ტრადიციული სამზარეულოს ერთ-ერთ ცნობილ კერძს — წითელ ლობიოს სტატია მიუძღვნა.

მასალის ავტორის, მელისა კლარკის თქმით, მიუხედავ იმისა, რომ ამერიკელების უმრავლესობას, როდესაც ქართულ ეროვნულ სამზარეულოს ეცნობიან, პირველ რიგში უყვარდება ხაჭაპური და ხინკალი, მისთვის „აკვიატებული იდეა არის უბრალო პარკოსანი, რომელსაც ლობიო ეწოდება“.

National Geographic-ის სპეცნომრის პრეზენტაცია - Sputnik საქართველო
National Geographic-მა საქართველოს სპეციალური ნომერი მიუძღვნა

ამერიკელმა ქალმა პირველად ლობიოს შესახებ მისი მეგობრისაგან ალისა ფეირინგისგან შეიტყო, რომელიც საქართველოში კვლევით მოგზაურობაში იმყოფებოდა, რათა ღვინის დამზადების უძველეს ქართულ ტრადიციებზე წიგნი დაეწერა.

„ნიუ-იორკში დაბრუნების შემდეგ ალისა საუბარს არ წყვეტდა პომიდორზე, კარტოფილზე, ლობიოზე. ასწლეულების განმავლობაში საქართველო განთქმულია თავისი ხილ-ბოსტნეულით, ქლიავის, ყურძნისა და ბროწეულის ჩათვლით. მრავალი კულტურა აქ ჯერ კიდევ ტრადიციული გზით მოჰყავთ და არა ინდუსტრიული მეთოდით. ამის გამო, როგორც მან მე მიამბო, კარტოფილს სულის სიღრმემდე ღრმა გემო, მიწის, სამყურას სიტკბო დაჰყვება. პომიდორისთვის სიმწარე არ მოუშორებიათ, რაც სიმწიფეში მრავალფეროვან გემოს და სიმჟავესაც ანიჭებს. ეს პარკოსნები! წინწკლებიანი წითელი ლობიო, ხავერდოვან სირბილემდე მოხარშული და ალესილი ნედლ ნიორთან, შემწვარ ხახვთან და საოცარ ბალახთან ერთად, რომელსაც „უცხო-სუნელს“ უწოდებენ“, — საუბრობს მელისა.

აჭარულ სამზარეულოზე გადაცემის გადაღების პროცესი - Sputnik საქართველო
რუსულმა ტელეარხმა Моя планета აჭარულ სამზარეულოს გადაცემა მიუძღვნა

ამერიკელი ჟურნალისტის თქმით, ლობიოს მიირთმევენ პატარა თიხის ქოთნებიდან, მჭადთან და სულგუნთან ერთად. ხოლო ქინძისა და შავი პილპილის კომბინაცია კერძს სუნელების ძლიერ და განუმეორებელ გემოს ანიჭებს.

„თქვენ შეგიძლიათ მიირთვათ ლობიო როგორც ძირითადი კერძი ან როგორც გარნირი შემწვარ ხორცსა ან თევზთან.  ნებისმიერ შემთხვევაში, როგორც კი გასინჯავთ, თავს ვერ დაანებებთ, როდესაც იგრძნობთ ხახვისა და ნივრის მიქსს, უამრავ მწვანილთან ერთად“, — აცხადებს ამერიკელი.

მელისა კლარკი აღნიშნავს, რომ თავისი მეგობრის მიერ საქართველოში მოგზაურობისას ჩაწერილ რეცეპტზე დაყრდნობით, ასევე ინტერნეტში ამ კერძის სხვადასხვა ვარიანტების მიხედვით მან შეძლო ლობიოს მომზადება, თუმცა ის ისეთი აუთენტიკური არ გამოვიდა, როგორც საქართველოშია, თუმცა ეს ქართული ლობიოს საკმაოდ გემრიელი და სანუგეშო ვარიანტი იყო.


ყველა ახალი ამბავი
0